იმავე წყაროს ცნობით, "დინამოს" თავკაცობა "დინამო 2"-ის დამრიგებელ გიორგი დევდარიანს შესთავაზეს.
ინფორმაცია კულუარულად დაგვიდასტურეს, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა კომენტარი არ ისურვეს - "დინამოს" პიარმენეჯერ ლაშა დვალიშვილის თქმით, კლუბის გადაწყვეტილებებს საზოგადოებას დღეს, ორშაბათს გააცნობენ.
შევიტყვეთ ისიც, რომ, შესაძლოა, "დინამოში" სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოხდეს. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომელიმე მაღალ პოზიციაზე (სავარაუდოდ, გენერალურ დირექტორად) დაინიშნოს '"დინამო არენას" დირექტორი სანდრო შახოვი, რათა "დინამოს" საკუთრებაში თუ იჯარაში არსებული ობიექტები ერთიან მართვაში მოექცეს.
მეორე ცვლილება კი ზურაბ პოლოლიკაშვილს შეეხება - ის გენერალური დირექტორის ნაცვლად, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი გახდებაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"