ალექს გარსია თბილისის "დინამოს" მწვრთნელობიდან მოხსნეს

AutoSharing Option
გუშინ, საღამოს, შევიტყვეთ, რომ ესპანურ შეკრებაზე "იანგ ბოიზთან" საკონტროლო შეხვედრის 1:3 წაგების შემდეგ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის, ესპანელი ალექს გარსიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

იმავე წყაროს ცნობით, "დინამოს" თავკაცობა "დინამო 2"-ის დამრიგებელ გიორგი დევდარიანს შესთავაზეს.

ინფორმაცია კულუარულად დაგვიდასტურეს, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა კომენტარი არ ისურვეს - "დინამოს" პიარმენეჯერ ლაშა დვალიშვილის თქმით, კლუბის გადაწყვეტილებებს საზოგადოებას დღეს, ორშაბათს გააცნობენ.

შევიტყვეთ ისიც, რომ, შესაძლოა, "დინამოში" სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოხდეს. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომელიმე მაღალ პოზიციაზე (სავარაუდოდ, გენერალურ დირექტორად) დაინიშნოს '"დინამო არენას" დირექტორი სანდრო შახოვი, რათა "დინამოს" საკუთრებაში თუ იჯარაში არსებული ობიექტები ერთიან მართვაში მოექცეს.

მეორე ცვლილება კი ზურაბ პოლოლიკაშვილს შეეხება - ის გენერალური დირექტორის ნაცვლად, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი გახდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
დევდარიანის დანიშვნა დინამოში თავისთავად, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ გარსიას ასე გაშვება არასერიოზული საქციელია. (თუ მართლა იმიტო მოხსნეს, რო იანგ ბოისთან წააგო).
შეკრება იმისთვის არაა, რო მოიგო ყველა თამაში.
ეს არის საკონტროლო თამაშები. ასეც ქვია. საკონტროლო. უნდა დამუშავდეს ტაქტიკური სქემები, შეირჩეს და შეთამაშდეს შემადგენლობა, დაიხვეწოს კომბინაციები და ა. შ. სპორტულ შედეგს აქ მნიშვნელობა არა აქვს.
ასევე, სეზონებს შორის მოსამზადებელი პერიოდი იგეგმება წინასწარ და იქ ძალიან სუსტ გუნდებსაც შეგნებულად ირჩევენ ხოლმე სპარინგ პარტნიორებად. მიზნებიდან გამომდინარე მწვრთნელი წყვეტს, როდის შეხვდეს სუსტ მეტოქეს, როდის ძლიერს და როდის -- ტოლძალოვანს. ზემოხსენებულ მიზანთა გარდა არსებობს ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების მიზანიც, ხოლმე.
შეკრების ამ ტაქტიკა-სტრტეგიას ამზადებს მწვრთნელი.
ახლა გარსიასგან შუა გზაზე მიტოვება გუნდის გამოიწვევს ბევრ პრობლემას. ამას ჯობდა, ჩემპიონატის მიმდინარეობისას წასულიყო (თუ მაინცდამაინც უნდა წასულიყო).
ახლა რა გამოვა? ახალი მწვრთნელი ვერ მოამზადებს გუნდ სრულფასოვნად და ვერც პასუხს აგებს, თუ გუნდი იქნა მოუმზადებელი.
dudu
12:33 30-01-2012
0
ძალიან დიდი ხანიაა ეს ადამიანი გასაშვები არ მოერგო დინამოს
SKILETA9
13:31 30-01-2012
0

სიახლეები პოპულარული