ქუთაისის "ტორპედოს" კაპიტანი დავით გამეზარდაშვილი იქნება

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე "ტორპედოს" ყოფნისას, გუნდის ხელმძღვანელობამ, გუშინ პირველი გამონაკლისი დაუშვა და ფეხბურთელები მხოლოდ დილით ავარჯიშა.

ამის შემდეგ კი, მასპინძელმა მხარემ ქუთათურებს პატარა ექსკურსია მოუწყო. კლუბის დელეგაციამ ანთალიის ძველი ქალაქი დაათვალიერა.

სასტუმროში დაბრუნების შემდეგ მოეწყო "ტორპედოს" კაპიტნის არჩევნები, რომელიც გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებით ფარული კენჭისყრის პრინციპით გაიმართა.

ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ დადგინდა, რომ ქუთაისელთა კაპიტნის სამკლავურს დავით გამეზარდაშვილი გაიკეთებს. მას მცირედით ჩამორჩა და გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი იქნება ომარ მიგინეიშვილი. მათზე ნაკლები, მაგრამ ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს რევაზ გოცირიძემ და დავით დიღმელაშვილმა. ისინი
"ტორპედოს" მეორე ვიცე-კაპიტნები არიან.

ფეხბურთელთა მდგომარეობას რაც შეეხება, უკვე ჩვეული დატვირთვით ვარჯიშობს პოლონურ "კორონასთან" ტრავმის გამო შეცვლილი ლექსო კვახაძე. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვარჯიშობს დავით გამეზარდაშვილი, რომლის იმავე მატჩში მიღებული ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მორიგ საკონტროლო მატჩს ჩვენი გუნდი საფეხბურთო ცენტრ "ტოპ კაპეს" მინდორზე 1 თებერვალს გამართავს. "ტორპედოს" მეტოქე, ჩეხეთის გამბრინუსლიგაში XIV ადგილზე მყოფი ოსტრავას "ბანიკი" იქნება.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული