გიორგი დევდარიანი: "სასურველია, რომ მწვრთნელმა გუნდი თავად წაიყვანოს შეკრებაზე და თავად ჩაატაროს სელექცია, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად ხდება. ბატონმა რომან ფიფიამ აღნიშნა, რომ მისი და ალექსის შეთანხმება არ იქნა შესრულებული.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა "დინამო" და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. არ გეგონოთ, რომ ეს ლიტონი სიტყვებია. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, რთულ პერიოდში მიწევს გუნდში მოსვლა. დიდი მადლობა
მე მანამდეც ვმუშაობდი "დინამოს" დუბლებში და ასე თუ ისე ძირითად გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებზეც გარკვეული წარმოდგენა მაქვს. ცდას არ დავაკლებ, რომ ბატონი რომანის ნდობა გავამართლო და გუნდთან ერთად სასურველი შედეგი ვაჩვენო. ბუნებრივია უკეთესი ფეხბურთელების ძებნას გავაგრძელებთ. ეს ცოცხალი პროცესია და ყველა წარმატებაზე ორიენტირებული კლუბი გამუდმებით უკეთეს კადრებს ეძებს.
"დინამო" ყველა შეხვედრაში პირველ ტაიმს კარგად თამაშობდა, მეორე ნახევარში კი ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდათ მოთამაშეებს და ამ კომპონენტში აუცილებლად უნდა დავიხვეწოთ. კლუბის სპორტულმა დირექტორმა კარგად იმუშავა, ამ ზამთარს "დინამოს" გოგიტა გოგუა, გიორგი მერებაშვილი და ირაკლი ძარია დაემატნენ.
ბუნებრივია გარკვეული ცვლილებები იქნება. ჩემი იდეების განხორციელებაზე სრული თავისუფლება მაქვს მონიჭებული და მჯერა, რომ სიტუაციას უკეთესობისკენ შევცვლი.წარმატებული კლუბის ერთ-ერთი საფუძველი ის გახლავთ, რომ ხშირად არ უნდა ცვალოს აღებული კურსი.
მეც ცხადია მხიბლავს "ბარსელონას" თამაშის სტილი და არჩეული კურსის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებთ. დღეს გუნდში არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ სქემაში მოიაზრებიან, თუმცა ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციები გასაუმჯობესებელია".
fcdinamo.ge
ყველასგან ფული გაქ აღებული