გორის "დილა" რუმინულ "გაზ მეთანს" ვერ მოერია

AutoSharing Option
გორის "დილამ" გუშინ ბელეკში მეორე საკონტროლო შეხვედრა აკაკი ხუბუტიას ყოფილ კლუბთან, რუმინულ "გაზ მეთანთან" 0:0 დაასრულა, - გვითხრა გორელთა პრესატაშემ ზურაბ კარტოზიამ.

გორელებთან გასინჯვაზე არიან სერბი მეკარე და ნახევარმცველი, რომელთა გვარები ჯერ ვერ დაგვიზუსტეს. თუმცა გვითხრეს, რომ ორივე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით მეკარე. გუნდშია და ვარჯიშობს "დიორ ეტოს" მცველი ლაშა თოთაძე, მაგრამ მისი საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია.

ირაკლი ლექვაძემ მსუბუქი ტრავმა მოირჩინა და რუმინელებთან ითამაშა. ინდივიდუალურად ივარჯიშეს მათე ვაწაძემ და გოჩა ხოჯავამ, ლაშა სალუქვაძემ კი "დილას" ფორმა პირველად მოირგო. მატჩი
დაძაბულად წარიმართა: პირველ ტაიმში მეტოქეებმა თითო-თითო მომენტი შექმნეს - "დილას" თავდამსხმელი გიორგი კახელიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა. მეორე ტაიმში თავის გამოჩენა შეეძლოთ გიგა ბეჭვაიასა და რეზო ჯიქიას.

"დილა": მარინი - ალადაშვილი, სალუქვაძე თოთაძე, მეგრელიშვილი - არზიანი - კახელიშვილი, კაშია, ? (სერბი ნახევარმცველი), ლექვთაძე - ჯიქია
II ტაიმი: მდივნიშვილი, ქარქუზაშვილი, ხუბუა, ბარაბაძე, ილურიძე.

დღეს გორის "დილა" მესამე საკონტროლო შეხვედრას ამერიკის მეიჯორლიგის (MLS) კლუბების მოთამაშეებისგან შემდგარ გუნდთან გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული