თბილისის "დინამოს" მათე ვაწაძე სურს, მაგრამ კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია

AutoSharing Option
გავრცელდა ხმები, თითქოს თბილისის "დინამომ" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" თავდამსხმელი მათე ვაწაძე დაიმატა. ინფორმაცია გერმანულ სააგენტო "ტრანფერმარკტზეც" იყო, "ვოლგას" ნაცვლად, მათეს გუნდის გრაფაში "დინამო" ეწერა.

ეს ინფორმაცია თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიასთან გადავამოწმეთ. მან ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დაადასტურა, მაგრამ აღარ დაუკონკრეტებია, ტრანსფერი რეალურია თუ არა. მათე კი გუშინ თურქეთში ისევ გორის "დილასთან" ერთად ვარჯიშობდა და როგორც გუნდის პრესატაშე ზურაბ კარტოზიამ გვითხრა, მეორე წრეში გორში ითამაშებს.

სავარაუდოდ, 23 წლის ქართველი თავდამსხმელი მალე თავისუფალი აგენტი გახდება. ვაწაძეს, ისევე როგორც ნიჟნელთა ქართველ ფეხბურთელებს, კლუბთან
ფინანსური პრეტენზიები გააჩნია, მაგრამ სარჩელზე თავის შეკავების საფასურად, კლუბის ხელმძღვანელობა გათავისუფლების ფურცელს სთავაზობს.

ცნობილია, რომ ალბანურ "ტეუტასთან" მატჩში ვაწაძე დაშავდა, მაგრამ თანაგრძნობისა და მკურნალობის ნაცვლად, კარზე მიუთითეს და ტრანსფერზე დააყენეს. შევიტყვეთ, რომ მათე უკვე მომჯობინდა, მაგრამ "დილას" მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე სიფრთხილეს იჩენს და ჯერ არ ტვირთავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული