"ზესტაფონი" "დნიპროსთან" 2:8 განადგურდა

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" მარბელაში საკონტროლო მატჩი დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" გამართა და 2:8 დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი ასეთი შემადგენლობებით ათამაშა:

ზურაბ მამალაძე (კახაბერ მეშველიანი, 83), დავით რაჟამაშვილი (თორნიკე აფციაური, 46), გიორგი ონიანი (გიორგი ხიდეშელი, 75), ალექსი ბენაშვილი (თეიმურაზ ღონღაძე, 46), გოგა ბერაია (შოთა ბაბუნაშვილი, 46), რატი წინამძღვრიშვილი, ლევან შარიქაძე (შოთა გრიგალაშვილი, 46), დავით მუჯირი (ჯაბა დვალი, 46), გურამ სამუშია (თორნიკე გორგიაშვილი, 46), მალხაზ გაგოშიძე (ედიკ საჯაია, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ზაალ ელიავა, 46).

"დნიპროს" ოფიციალურ ვერგვერდზე მიმდინარე ტექსტურ
ტრანსლიაციას თუ დავეყრდნობით, შეხვედრა უკრაინელებს აქტიურად დაუწყიათ და უკვე მე-9 წუთზე მამალაძესთან პირისპირ კალინიჩი გასულა, თუმცა ზესტაფონელთა კარის დარაჯს უყოჩაღია.

თუმცა, ამ მომენტიდან ერთ წუთში "დნიპრომ" ანგარიშის გახსნა მაინც შეძლო - კუთხურის გათამაშების შემდეგ "ზესტაფონის" კარში გოლი ზოზულიამ შეაგდო.

უკრაინელები გოლის შემდეგაც აქტიურობდნენ და პრესინგს "ზესტაფონის" ნახევარზე მიმართავდნენ. მე-20 წუთზე დაახლოებით 13 მეტრიდან ოლეინიკის დარტყმული მამალაძის კარში რიკოშეტით გავიდა, კიდევ სამ წუთში კი კონოპლიანკამ 23 მეტრიდან უძლიერესი დარტმით გაიტანა.

ათიოდე წუთის შემდეგ იმავე კონოპლიანკამ კვლავ გამოიდო თავი - ზესტაფონელთა მცველების მოტყუების შემდეგ შორეულ კუთხეში ოსტატურად გაგზავნა ბურთი. სულ მალევე "დნიპრომ" ანგარიშის სხვაობა ხუთამდე გაზარდა - 37-ე წუთზე კალინიჩი გამოირჩა.

ტაიმის მიწურულს "ზესტაფონი" გააქტიურდა - ჯერ რაჟამაშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ვერ იხეირა. სამაგიეროდ, შეტევა გოლით წინამძღვრიშვილმა დაასრულა - 5:1. "დნიპროს" ვებგვერდის ცნობით, ჩვენებური თამაშგარეში ყოფილა, რაც მსაჯს ვერ შეუნიშნავს.

შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდების თავკაცებმა შემადგენლობებში ცვლილებები განახორციელეს. ზესტაფონელებმა თამაში უფრო აქტიურად დაიწყეს, რასაც 57-ე წუთზე გოლიც მოჰყვა - ზესტაფონელთა ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი მაზუხმა საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:5.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგური იყო, მეორე ტაიმის ნახევარში უხეშობამ იმატა - ჯერ ღონღაძის გამეტებით თამაშს ყვითელი ბარათი და დაშავებული კონოპლიანკას მოედნიდან გასვლა მოჰყვა, შემდეგ კი - "დნიპროს" ფეხბურთელის როტანისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება და შესაბამისად, გაძევება.

66-ე წუთზე უკრაინელთა მეექვსე გოლის გატანა მატეუსმა მოახერხა. მატჩის მიწურულს კი "დნიპრომ" ისევ იძალა და "ზესტაფონს" ჯერ პაშაევმა გაუტანა, შემდეგ კი დამატებულ დროში დუბლით თავი მატეუსმა მოიწონა.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს "ზესტაფონი" მარბელას ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვება, სადაც პირველ მეტოქედ ყაზანის "რუბინი" ეყოლება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გამარჯობათ ქართველებო, მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები.ასევე მინდა ყველა ქართულ გუნდს ვუსურვო წარმატებები.რაც არ უნდა იყოს ვერავინ შემაცვლევინებს იმ აზრს რო 8-2 ძალიან ცუდი შედედია ასე რომ ერთმანეთსაც ნუ დავჭამთ და ვაღიაროთ რომ ძალიან ცუდი შედეგია . განსაკუთრებით ესეთ მოწინარმდეგესთან. რომ გენახათ ოლიმპიაკოსის და დნიპროს ანგარიში 2-8 დამთავრებულიყო არ იტყოდით ესენი ცუდად ხომ არ არიანო ? ხოდა ეხლაც უნდა დავინახოთ შედეგი და უნდა ვაღიაროთ რაღაც რაღაცეები .რადგან ქართული გუნდები არიან იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა გავაკრიტიკოთ ( არც უნდა მივაყენოთ შეურაწყობა ) მე ქართველი ვარ უცხო ქვეყანაში და ძალიან მიყვარს საქართველო და ყველა გუნდის წარმატება გამიხარდება ერთი და იგივე დონზე და ყველა გუნდის დამარცხებაზე ერთი და იგივე დონეზე დამწყდება გული. ასე რომ ძალიან ცუდი ანგარიშია და მინდა რო მალე ქართულმა ფეხბურთხმაც გაგვახაროს . ამის დედა ვატირე საქართველოს თამაშებს რო ვუყურებ ისე ვღელავ რა კაროჩე ვერც წარმოიდგენთ და რაზე ჩვენც არ უნდა გავიხაროთ . გამოვფხიზლდეთ და ვისწავლოთ რომ ფეხბურთშუ ბევრი რამე არის საჭირო ( მონდომება,შრომა,ბრძოლა,პატივისცემა,ადამიანობა,ზრდილობა ერთმანეთის მიმართ და მოწინაღმდეგეების მიმართ , კაცობა და რაც მთავარია თავდაჯერება ) გაუმარჯოს ყველა ადამიანს
ემიგრანტი
05:14 01-02-2012
0
5-0 სპარტასთან წააგო შარშან
Lasha
20:03 31-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული