გოჩა ხოჯავას გორის ”დილაში” დებიუტი ჩაუშხამდა

AutoSharing Option
გორის "დილა" თურქეთში მზადებას აგრძელებს. თემურ მახარაძის გაწვრთნილები მორიგ საკონტროლო მატჩში რუმინეთის პლოეშტის "პეტროლულს" შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

"დილა": სკენდერი - ალადაშვილი, თოთაძე, სალუქვაძე, მეგრელიშვილი - კანდელაკი, კრნჟინაცი, არზიანი - ლექვთაძე, დ. ჩაგელიშვილი, კახელიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ქარზქუზაშვილი, ბარაბაძე, ხოჯავა, ხუბუა, ჯიქია, შ.კაშია.
გაძევება: ხოჯავა


"დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ პირველად ათამაშა გუნდის ახალწვეული გოჩა ხოჯავა. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, მაგრამ მალე ორი ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და გუნდს ბოლომდე ვერ დაეხმარა.

რუმინელებმა ერთადერთი გოლი
მეორე ტაიმში გაიტანეს და 1:0 მოიგეს.

"დილა" მორიგ სპარინგს ასევე რუმინულ გუნდ "ვოინტრა სიბიუსთან" დღეს ჩაატარებს, ბოლო საკონტროლო შეხვედრა კი 5 თებერვალს ბელარუსულ "ბატესთან" არის დაგეგმილი.

ჯერ გაურკვევლია, დარჩებიან თუ არა გორელთა გუნდში ხორვატი მეკარე მარინ სკენდერი და სერბი ნახევარმცველი ვლადიმირ კრნჟინაცი. არ უთამაშია მათე ვაწაძეს, რომელსაც კუნთი ჰქონდა დაჭიმული, მაგრამ გუშინ "დილასთან" ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

"დილას" სამი დღის წინ შეუერთდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ივანე კანდელაკი, რომელიც ბოლოს რიგის "სკონტოში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას გავს სტატიის სათაური. გული გამისკდა, მეგონა, რომ უმძიმესი ტვამვა მიიღო ფეხბურთელმა. არ გინდათ რა ასეთი ე.წ. .............
zuzu
12:42 03-02-2012
0
ააუ მეეც ტოო მეთქი ტრამვა აიკიდა უეჩველი ამხანაგურში გაძევება არც არაფერი
makho
14:52 03-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული