ქუთაისის "ტორპედომ" "ზარიასთან" სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" წლევანდელი ანთალიური შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩს უკრაინელებთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს ქუთათურები რუმინეთის "ბრაშოვთან" 0:2 დამარცხდნენ, 26-ში აზერბაიჯანის "სიმურგს" ფრედ 1:1 ეთამაშნენ, 28 იანვარს და 1 თებერვალს კი მეტოქეებს უგოლო დაშორდნენ - ჯერ პოლონურ "კორონას", მერე ჩეხურ "ბანიკს". ამჯერად ქუთაისელთა მეტოქე უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე ლუგანსკის "ზარია" (XV ადგილი) იქნება.

კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის რამაზ ჩხიკვაძის მიერ თურქეთიდან მოწოდებული ინფორმაციით, უკრაინელებთან მატჩს ქვემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები დაიწყებენ:

ომარ მიგინეიშვილი; დათა რიგვავა, თემურ ფარულავა, ალექსანდრე კვახაძე, გიორგი გურული; გივი
იოსელიანი, გიორგი კუხიანიძე, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ნიკა საბანაძე; რევაზ გოცირიძე.

ტორპედოელთა შემადგენლობაში ტრავმირებულთა სიას (დავით გამეზარდაშვილი, დავით დიღმელაშვილი), ნიკა ფირცხალავაც მიემატა, რომელმაც ფეხი ერთ-ერთ ვარჯიშზე დაიზიანა და ამიტომაც "ზარიასთან" ვერ ითამაშებს.

მატჩი, წინასწარი შეთანხმებით საქართველოს დროით 18 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უკრაინული მხარის თხოვნით, იგი 1 საათით წინ გადაიწევს.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული