საქართველოს თასის მფლობელმა ”შახტიორთან" პირველი შეხვედრა დათმო - 2:3. ჩვენი გუნდიდან გოლები გაიტანეს ნიკა ნარმანიამ და დავით დეკანოიძემ.
”გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიხეილ აფხაზავას ცნობით, ყარაღანდელები უხეშობდნენ და იუბილარმა გიორგი ერისთავმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ტრავმას გადაურჩა მიხეილ სარდალიშვილი, მეტოქის მცველი უკნიდან გაშლილი ფეხით წავიდა მასზე და ფეხის რომ არ გაეწია, მისთვის თამაში ცუდად დასრულდებოდა.
გაგრა: მაღრაძე, ფალავანდიშვილი, ნარმანია, ნადირაძე, კობერიძე, კიკნაველიძე, ყურულაშვილი, ჯალიაშვილი, სარდალიშვილი, ერისთავი,
სათადარიგო: ბეგაშვილი, ჟიშკარიანი, დეკანოიძე, ყიფიანი.
მეორე შეხვედრა საღამოს გაიმართა და კვლავ ყაზახებმა იმარჯვეს - 0:1.
აფხაზავას თქმით, მეტოქეებმა თანაბარი რაოდენობის მომენტები შექმნეს. პირველ ტაიმში შანსი ჰქონდა შალვა კვანტალიანს, მაგრამ ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში ”შახტიორმა" შეუტია და ერთ-ერთ ეპიზოდში ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენეს - კარის წინ მარტო დარჩენილ მეტოქემ ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი მეკარე გიორგი ბეგაშვილმა უშეცდომოდ.
ერთადერთი გოლი შეხვედრის 63-ე წუთზე ბაროვსკიმ გაიტანა: ”შახტიორის" მოთამაშემ კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია...
ამის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა ყაზახი ფეხბურთელი და ბეგაშვილმა აჯობა. 82-ე წუთზე კი კარგ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა ირაკლი ხუციძე, მაგრამ ბურთი კარს დიდი ამნძილით ააცილა.
სამწუხაროდ, დარჩენილ ვარჯიშებსა და ბოლო შეხვედრას გამოტოვებს ლაშა კალანდაძე, რომელსაც ”შახტიორის" მეკარესთან შეჯახების შემდეგ კოჭი გაუსივდა.
”გაგრა" : ბეგაშვილი - ხუციძე, კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია - ხოჯაშვილი, ზვიადაძე, ნ. ჯიშკარიანი - ლ. სეთურიძე, ჭკუასელი - კვანტალიანი
შეცვლაზე: ფალავანდიშვილი, ყურულაშვილი, სარდალიშვილი, ყიფიანი, როსტიაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"