გადაწყდა: სანდრო გურული გორის "დილაში" ითამაშებს

AutoSharing Option
"დილას" პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თქმით, გადაწყდა, რომ გორში გააგრძელებს კარიერას ზაგრების "დინამოს" მეკარე, ხორვატი მარინ სკენდერი. სერბმა ნახევარმცველმა ვლადიმირ კრნჟინაცმა კი მწვრთნელებზე დადებითი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და კლუბს დატოვებს.

"დილას" მორიგი ახალწვეული კი სანდრო გურული იქნება. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი იანვრის დასაწყისში თბილისის "დინამოში" ვარჯიშობდა, კლუბს მისი დამატება სურდა და ტრანსფერი რეალური ჩანდა, მაგრამ მაინც ლვოვში გაბრუნდა - ის დღემდე "კარპატის" საკუთრებაა.

ფეხბურთელის მამამ, გია გურულმა გუშინ გვითხრა, რომ სანდრო "დილაში" ითამაშებს.

"ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია, კონტრაქტი შეთანხმებულია და
მისი ხელმწერაღა აკლია. ლაპარაკია ნახევარწლიან იჯარაზე, რადგან "კარპატთან" კონტრაქტი მხოლოდ ორწელიწადნახევარში უმთავრდება", - გვითხრა გია გურულმა, რომელიც ფიფას აგენტია და შვილის მენეჯერიც გახლავთ.

გვეგონა, რომ სანდროს "დინამოში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი ფაქტი იყო,მაგრამ ასე არ მოხდა.

გიას თქმით, სანდრომ პასუხი ვერ მიიღო:

"ბარსელონაში 14 იანვარს კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავედი. წინასწარ რა პირობებიც ითქვა, ის აღარ დამხვდა. არ მესიამოვნა, მაგრამ რაც შემოგვთავაზეს, დავთანხდით. ოღონდ 1 იანვრიდან მიეცით ხელფასი-მეთქი და უარი მითხრეს, ტრანსფერი 1 თებერვლიდან იწყება და იმ დღიდან დაენიშნებაო. ტრანსფერი რა შუაშია? გამოდიოდა, იანვრის ხელფასიც არ უნდა აეღო, როდესაც 14-დან გუნდში ვარჯიშობდა.

18 იანვარისთვის უკანა რეისის ბილეთი ავიღე და ვთხოვე, რომან ფიფიას პასუხი ეთქვათ. 23 იანვარს დავრეკე და კიდევ ვერაფერი რომ ვერ შევიტყვე, რომან ფიფიას ტელეფონი ვითხოვე, პირადად მსურდა დალაპარაკება. 31-მდე პასუხი ვერ მივიღე და ამიტომ თავად დავურეკე და ვუთხარი, ბილეთები ლვოვის რეისზე გადაეცვალათ და სანდრო ლვოვში დაბრუნდა".

და რატომ "დილა," და არა "კარპატი", რომელსაც ახლაც ეკუთვნის?

"კარპატს" მინიმუმ 6 თვე უნდა ჩამოსცილდეს, ფსიქოლოგიური მომენტია - გულთან ძალიან ახლოს მიიტანა ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ოლეგ კონონოვის არაობიექტური მოქცევა. ასეთი რა გაუკეთეს? ხშირად ვუყურებდი გუნდის შეხვედრებს, რატომღაც სხვა ფეხბურთელი ზედიზედ 5 მატჩს ჩააგდებდა და მაინც ათამაშებდა, სანდროს კი ან არ ათამაშებდა, ან ჩასაფრებული ელოდა, თამაშს როდის ჩააგდებდა და წამოსვლა ამჯობინა. მეტი რა უნდა გაუკეთოს მწვრთნელმა ფეხბურთელს?" - ამბობს გია გურული.

რაც შეეხება გიორგი შაშიაშვილსა და გიორგი განუგრავას, დავაზუსტეთ, რომ "დილაში" მათი დამატება გამორიცხულია. რაც შეეხება ლაშა თოთაძისა და მათე ვაწაძის ტრანსფერებს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა და საგაზაფხულო ეტაპიდან გორის "დილაში" ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
mesi-ს ვეთანხმები,ასე ფეხბურთის განვითარება არ მოხერხდება.კლუბებს კერძო მეპატრონეები,თავისი ფულით ინახავენ,გადასახადებს იხდია,არ სარგებლობენ არავითარი შეღავათით სახელმწიფოსგან და მათივე გადახდილი ფულით,ბიუჯეტის ხარჯზე უფინანსებენ კონკურენტს.ასე ისედაც თითიოროლო ბიზნესმენსაც,ვინც დღეს სპორტში საქმიანობს გავაქცევთ,ახალის მოსვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.ცალკე თემაა რამდენად სწორად იხარჯება ბიუჯეტის ფული შსს-სა და არმიის საფეხბურთო თუ საკალათბურთო კლუბებში.არმიის საკალათბურთო კლუბის მაგალითზე ვნახეთ რომ ის საკმაოდ დიდი თანხა,რაც ევრო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად დაიხარჯა წყალსში გადაიყარა,ვერც გავიდნენ,ლეგიონერების უმრავლესობაც წავიდა და ვერც იმას ვიტყვით ვინც დღესდღეობით გუნდშია იმათმა რაიმე ტიპის გამოცდილება მიიღესთქო იმ თამაშებით,იმ მარტივი მიზეზის გამო რომ,თითქმის არ უთამაშიათ იმ ტურნირში.გორშიც,ვინც მოიყვანეს ფეხბურთელები,იმათი დიდი უმრავლესობა სეზონის ბოლომდე იქნებიან,თასის "აღებაში"მიეხმარებიან გუნდს შსს-სთან ერთად და წავლენ,ევროტურნირებზე კი თავიდან ექნებათ გასაკეთებელი გუნდი,ასე სახელდახელო გუნდით რა გამოვა ევროპაში ეს ძნელი საწინასწარმეტყველო არ არის,თან შსს-საც არ აქვს იქ იმხელა "გავლენა"რაც ჩვენთან.მოკლედ ლაპარაკით ევროპულ სტანდარტებისკენ მივდივართ,რეალურად კი ისე ვაკეთებთ,როგორც მხოლოდ რუსეთშია დღესდღეობით.
daviti
13:19 07-02-2012
0
ფაქტია ასე სასწრაფოდ შეკოწიწებულმა გუნდებმა არ გაამართლა არც დინამომ და არც ზესტაფონმა,ვნახოთ გორი როგორ შედეგს დადებს...ფაქტია გუნდის დაყენებას და ფეხბურთელების შეთამაშებას სდრო სჭირდება..მარტო სახელები შედეგს არ იძლევა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული