"დილას" მორიგი ახალწვეული კი სანდრო გურული იქნება. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი იანვრის დასაწყისში თბილისის "დინამოში" ვარჯიშობდა, კლუბს მისი დამატება სურდა და ტრანსფერი რეალური ჩანდა, მაგრამ მაინც ლვოვში გაბრუნდა - ის დღემდე "კარპატის" საკუთრებაა.
ფეხბურთელის მამამ, გია გურულმა გუშინ გვითხრა, რომ სანდრო "დილაში" ითამაშებს.
"ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია, კონტრაქტი შეთანხმებულია და
გვეგონა, რომ სანდროს "დინამოში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი ფაქტი იყო,მაგრამ ასე არ მოხდა.
გიას თქმით, სანდრომ პასუხი ვერ მიიღო:
"ბარსელონაში 14 იანვარს კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავედი. წინასწარ რა პირობებიც ითქვა, ის აღარ დამხვდა. არ მესიამოვნა, მაგრამ რაც შემოგვთავაზეს, დავთანხდით. ოღონდ 1 იანვრიდან მიეცით ხელფასი-მეთქი და უარი მითხრეს, ტრანსფერი 1 თებერვლიდან იწყება და იმ დღიდან დაენიშნებაო. ტრანსფერი რა შუაშია? გამოდიოდა, იანვრის ხელფასიც არ უნდა აეღო, როდესაც 14-დან გუნდში ვარჯიშობდა.
18 იანვარისთვის უკანა რეისის ბილეთი ავიღე და ვთხოვე, რომან ფიფიას პასუხი ეთქვათ. 23 იანვარს დავრეკე და კიდევ ვერაფერი რომ ვერ შევიტყვე, რომან ფიფიას ტელეფონი ვითხოვე, პირადად მსურდა დალაპარაკება. 31-მდე პასუხი ვერ მივიღე და ამიტომ თავად დავურეკე და ვუთხარი, ბილეთები ლვოვის რეისზე გადაეცვალათ და სანდრო ლვოვში დაბრუნდა".
და რატომ "დილა," და არა "კარპატი", რომელსაც ახლაც ეკუთვნის?
"კარპატს" მინიმუმ 6 თვე უნდა ჩამოსცილდეს, ფსიქოლოგიური მომენტია - გულთან ძალიან ახლოს მიიტანა ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ოლეგ კონონოვის არაობიექტური მოქცევა. ასეთი რა გაუკეთეს? ხშირად ვუყურებდი გუნდის შეხვედრებს, რატომღაც სხვა ფეხბურთელი ზედიზედ 5 მატჩს ჩააგდებდა და მაინც ათამაშებდა, სანდროს კი ან არ ათამაშებდა, ან ჩასაფრებული ელოდა, თამაშს როდის ჩააგდებდა და წამოსვლა ამჯობინა. მეტი რა უნდა გაუკეთოს მწვრთნელმა ფეხბურთელს?" - ამბობს გია გურული.
რაც შეეხება გიორგი შაშიაშვილსა და გიორგი განუგრავას, დავაზუსტეთ, რომ "დილაში" მათი დამატება გამორიცხულია. რაც შეეხება ლაშა თოთაძისა და მათე ვაწაძის ტრანსფერებს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა და საგაზაფხულო ეტაპიდან გორის "დილაში" ითამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"