ბათუმის "დინამომ" ურეკში სომხეთის ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
ურეკში, მორიგ საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამომ" 1:0 სძლია სომხეთის ჩემპიონ "ულისს", რომელიც ამჟამად  საწვრთნო შეკრებას ურეკში გადის.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. აშკარა იყო ბათუმელთა უპირატესობა, თუმცა მასპინძელთა სახიფათო შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია.

30–ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მაციკაძემ მიიღო და შორეული დარტყმით მეტოქის კარისკენ გაგზავნა, თუმცა მეკარის კარგი თამაშის წყალობით ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა.

ასევე საინტერესო იყო მუჯირი–ბაციკაძე–ნასუაშვილის კომბინაცია, როცა ამ უკანასკნელმა ძლიერი დარტყმით ბურთი "ცხრიანისკენ" გაგზავნა, მაგრამ აქაც მეკარემ იმარჯვა და ბურთი მოიგერია.

მეორე ნახევარში დინამოელებმა შეტევები გააძლიერეს. ამჯერადაც
რამდენიმე საგოლე მომენტი უშედეგოდ დასრულდა, თუმცა 50–ე წუთზე მაკარიანის ჩაწოდება აბუსელიძემ კარგად გამოიყენა და ზუსტი დარტყმით ბურთი მეტოქის კარში ამოჩნდა.

სომხებსაც ჰქონდათ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ მეკარე ალავიძის კარგმა თამაშმა ბათუმელთა კარი ხელშეუხებელი დატოვა.

პირველი ტაიმი: ალავიძე,ფარტენაძე,ხუხია,კაჭკაჭიშვილი,ქორიძე,ლობჟანიძე,ნასუაშვილი,მუჯირი, ბერიძე,ცნობილაძე,ბაციკაძე
მეორე ტაიმი: ალავიძე,რამიშვილი,ხუხია,კაჭკაჭიშვილი,მაკარიანი,თოდაძე,ცანავა,თევდორაძე, ბერიძე,ცნობილაძე, მალაზონია,აბუსერიძე

ბათუმის "დინამოს" რიგებს ახალციხის "მესხეთის" თავდამსხმელი ირაკლი ცნობილაძეც შეემატა.

www.dinamobatumi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული