თემურ ქეცბაია 21-ე საუკუნის რჩეულ მწვრთნელთა შორის დაასახელეს

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.

სიაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც მოხვდა, რომელიც 4 ქულით 166-ე ადგილზე იმყოფება.

პირველ პოზციას კი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი იკავებს, მას მხოლოდ ერთი ქულით ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ჩამორჩება.

მე-3 ადგილზე ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული კატალონიის "ბარსელონას" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა სიაში 22
-ეა.

გთავაზობთ პირველ ათეულს:

1. ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია) - 166
2. არსენ ვენგერი (საფრანგეთი) - 165
3. ჟოზე მოურინიუ (პორტუგალია) - 154
4. ფაბიო კაპელო (იტალია) - 135
5. გუს ჰიდინკი (ჰოლანდია) - 112
6. კარლო ანჩელოტი (იტალია) - 108
7. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი) - 104
8(9). მარსელო ბიელსა (არგენტინა) - 101
8(9).ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია) - 101
10. რაფა ბენიტესი (ესპანეთი) - 97

166. თემურ ქეცბაია - 4
მკითხველის კომენტარები / 4 /
სერიოზული მიღწევაა...
zaza
18:19 06-02-2012
0
საინტერესოა, კუპერი და ტოპმიოლერი მოხვდნენ მაგ სიაში? :)
Tornike
18:30 06-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული