6 თებერვალს სამი მეოთხედფინალური შეხვედრა ჩატარდა და სამი ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა: "დინამო" (თბილისი)-"მეტალურგი" 8:1, აეტი-"ზოოვეტი" 2:3, "ზესტაფონი"-"ვიტ ჯორჯია" 0:2.
ნახევარფინალში თბილისის "დინამო" "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება, მეორე წყვილს კი "ზოოვეტი" და "სპარტაკი"-"ტორპედოს" შორის გამარჯვებული შეადგენს.
"სპარტაკი" - "ტორპედოს" მეოთხედფინალური მატჩი დღეს, "ავაზა-ვისოლის" სტადიონზე ჩატარდება (დასაწყისი - 14 საათი
როგორც ტურნირის უცვლელმა ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ გვაცნობა, ნახევარფინალები 9 თებერვალს ჩატარდება (სავარაუდოდ - რუსთავსა და მცხეთაში); ფინალი კი 11 თებერვალს არის დანიშნული და გადამწყვეტ შეხვედრას "ბენდელას" სტადიონი უმასპინძლებს.
აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "ბენდელას თასის" წლევანდელი გათამაშება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის აქტიური მხარდაჭერით ტარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"