მაგრამ სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, ესპანურ შეკრებაზე თბილისის "დინამოსთან" ერთად გამგზავრებული გიორგი მაინც ანთალიაში, "დილას" შეკრებაზე აღმოჩნდა - საიდან, როგორ? ამ ყველაფერში თავად ფეხბურთელი გაგვარკვევს.
- მახსოვს, თავად ამბობდი, "დილაში" გაშვებაზე ჭორი გამივრცელესო. არადა, საბოლოოდ ამ კლუბში მოხვდი. ასეთი რა შეიცვალა, "დილაში" თამაშს რომ დათანხმდი?
-
- და არა "დინამოსი"?
- დიახ, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო, რადგან ასე მერჩივნა.
- "დილა" ამბიციური კლუბი კი არის, მაგრამ თბილისის "დინამოს" ძირითადის მოთამაშისგან ეს სიტყვები მაინც გასაკვირია.
- არა, რატომ? ფეხბურთელმა გადაწყვეტილება კონკრეტული ვითარების შესაფერისად უნდა მიიღოს და მე ასე მოვიქეცი. იმიტომ, რომ "დილა" ამბიციური გახდა, ეს ჩემთვის მთავარია და მიზიდავს. "დილას" მიზანი რვა საუკეთესო კლუბში მოხვედრა და ეროვნული თასის აღებაა.
- "დილას" გენერალური დირექტორი მამუკა ჯუღელი გახდა, რომელსაც მოთამაშეები რუსეთ-უკრაინაში მიჰყავს - გადასვლას მომავალი თანამშრომლობის იმედად დათანხმდი?
- დამიჯერეთ, ეს არაფერ შუაშია. ჯუღელთან მსგავსი ლაპარაკი არც მქონია.
- კარგი შემადგენლობა, მწვრთნელი და დაფინანსება ავტომატურად არ ნიშნავს ძლიერ გუნდს, "დილა" კი ჯერაც შესათამაშებელია.
- ეს მოუგვარებელი პრობლემა არც არის. არც იმის დროა, შეთამაშებაზე რომ ვიწუწუნოთ. თავში მხოლოდ ეს რომ ჩავიდოთ, არაფერი გამოგვივა. არადა, გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია და მალე ყველა დარწმუნდებით, რომ "დილა" მაგარ ფეხბურთს ითამაშებს.
ძალიან კარგი ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელობა შეიკრიბა და სიამოვნებით გადავედი.
მალე "დილა" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება და წლის აღმოჩენა გახდება. თურქულ შეკრებაზე დავრწმუნდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ.
- მოთამაშეებს როგორ შეეჩვიე?
- შესაჩვევიც არაფერი მქონდა, გუნდში ხომ ძალიან ბევრი მეგობარი დამხვდა.
- "დინამოში" ემზადებოდი და "დილაში" აღმოჩნდი - ვარჯიშებში რა განსხვავება იყო?
- ბევრი არაფერი, მახარაძემ კარგად მოგვამზადა. საჭირო და სასარგებლო ვარჯიშები გვქონდა და არა ამოჩემებული გეგმით შედგენილი საწვრთნელი პროცესი. ამიტომ მახარაძესთან მუშაობა მომეწონა. მომზადება იქნება თუ ვარჯიში, სასიამოვნო უნდა იყოს.
- და მაინც, "დინამოდან" წამოსვლა შენთვის ასეთი უმტკივნეულო იყო?
- ამას არც ვამბობ. თბილისელი ვარ, "დინამო" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ყველაზე ტიტულოვან კლუბში თამაშით ბედნიერი და ამაყი ვიყავი. ამიტომ წამოსვლა თავიდან არც მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება ჩემი კარიერის გათვალისწინებით მივიღე და იქ დარჩენას "დილაში" თამაში ვამჯობინე.
ერთად-ერთი გული იცით რაზე მწყდება? თბილისის "ლოკომოტივში" თასის მფლობელი გავხდი, "ვიტ ჯორჯიაში" საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ დიდი ტრადიციის მქონე თბილისის "დინამო" ისე დავტოვე, ერთი ტიტული არ მომიპოვებია. გადასვლამდე ამას ვერც წარმოვიდგენდი.
- თავიდან ვიცოდით, რომ "დინამომ" იჯარით გაგიშვა. თუმცა ახლა შევიტყვეთ, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით წახვედი.
- ასეა, "დინამოს" ხელმძღვანელებს შევხვდი და გათავისუფლების ფურცელი მომცეს.
- კომპენსაციასაც არ გთხოვენ?
- საქმე ისაა, რომ განათხოვრებით თამაში არ მინდოდა და პრობლემა არ შეუქმნიათ.
- "დილასთან" კონტრაქტს როდემდე აფორმებ?
- ნახევარი წლით, მაისის შემდეგ კი ვნახოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პლეისთეიშენი არ არსებობდა მაშინ და ასე ერთობოდნენ ოჯახში.
ამ თამაშ-გართობაში "სტიაუამ" ერთხელ ჩემპიონთა თასიც კი მოიგო.
ეხლა არ მითხრათ, ქართული ფეხბურთი ევროპულ რელსებზე დგება და ვითარდებაო:)