გოჩა ხოჯავა: რუსები დღემდე არ მათავისუფლებენ!

AutoSharing Option
წლის დასაწყისში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველმა ფეხბურთელებმა რუსეთის საფეხბურთო კავშირს სარჩელით მიმართეს - ისინი კლუბისგან დავალიანების გასტუმრებასა და კონტრაქტების გაწყვეტას ითხოვდნენ.

ფიფას წესებით, თუ კლუბი ხელფასს ორ თვეზე მეტ ხანს არ იხდის, კონტრაქტი უქმდება, მაგრამ კლუბი ფინანსური ვალდებულებისგან არ თავისუფლდება.

23 იანვარს რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განხილვების პალატამ საკითხი განიხილა და "ვოლგას" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია მანამდე აეკრძალა, სანამ არ გაისტუმრებდა სალუქვაძის, გოგუასა და მიხეილ მისინის სახელფასო დავალიანებას.

სხვების ამბავსა და კონტრაქტის გაწყვეტაზე არაფერს იუწყებოდნენ, მაგრამ გორის "დილაში" ჩამოსული ფეხბურთელები იმედოვნებდნენ,
რომ გათავისუფლების ცნობას უპრობლემოდ მიიღებდნენ.

სამწუხაროდ, დავაში წერტილი ჯერაც არ დასმულა: ზურაბ არზიანი, ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა და მათე ვაწაძე გორის "დილაში" კი ვარჯიშობენ, მაგრამ რუსეთიდან სატრანსფერო ფურცელს დღემდე ელიან.

"ვიცოდი, რომ თავისუფლები ვიყავით, მაგრამ რუსების ვერაფერი გავიგე. ახლა შევიტყვეთ, რომ საკითხი ჯერაც მოსაგვარებელია. "დილას" გენერალური მენეჯერი მამუკა ჯუღელი რუსეთშია, საკითხს აუცილებლად მოაგვარებს, მაგრამ ვერ ვხვდები, დღემდე რატომ არ გაგვათავისუფლეს.

მინდა, რომ ეს ამბავი დროზე მოგვარდეს. თურქულ შეკრებაზე გამოჩნდა, რომ "დილა" საკმაოდ კარგი გუნდია. მართალია, შეთამაშება გვჭირდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ გაზაფხულზე გულშემატკივარს ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ", - გვითხრა გოჩა ხოჯავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული