განახლებულმა გორის "დილამ" პრეზენტაცია გამართა

AutoSharing Option
შარშან ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის "დილას" პატრონობა გადაწყვიტა და მისი მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: გუნდი ფინანსურად მოღონიერდა, დაიწყო ინფრასტრუქტურის განახლება, გენერალურ დირექტორად დანიშნა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი, რომელმაც "დილაში" საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მრავალი ფეხბურთელი მიიყვანა.

ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ 34 ფეხბურთელი გასინჯა, თუმცა საბოლოოდ 23 დაიტოვა. ძველი შემადგენლობიდან "დილას" მხოლოდ 5 ფეSportall.Geხბურთელი შემორჩა, 18 კი ახალწვეულია - თბილისის "დინამოს", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას", ზაგრების "დინამოს", მოსკოვის "ლოკომოტივის", ლვოვის "კარპატის", უნგრული "დიორ
ეტოს", მახაჩყალის "ანჟის", რიგის "სკონტოს", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", ცხინვალის "სპარტაკისა" და ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები.

17 თებერვალს "შეარტონ მეტეხი პალასში", განახლებული გორის "დილას" პრეზენტაციას კლუბის პრესატაშე ზურაბ კარტოზია უძღვებოდა.

გიორგი ნიკურაძე, "დილას" მენეჯერი: "ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება. ბევრი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა, "დილას" ცნობილი სპეციალისტი თემურ მახარაძე წვრთნის და ამ გუნდით ჩემპიონატსა და თასზეც მაქსიმალური შედეგის მიღწევა გვსურს".

თემურ მახარაძე, მთავარი მწვრთნელი: "კლუბში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია დაწყებული, უცხოეთიდან ბრუნდებიან კვალიფიციური მოთამაშეები, რაც გაზრდის საერთო დონესაც და ჩემპიონატისადმი მაყურებლის ინტერესს. ჩვენი მიზანი 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, თასისთვის ბრძოლა და ევროთასებზე გასვლაა. რამდენად რეალურია ეს, დრო გავჩვენებს. მადლობა მსურს გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა გუნდის ფეხზე დაყენება".

შოთა მახარაძე, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: "შსს-მ შეგვიქმნა ყველა პირობა ანთალიაში ნაყოფიერი შეკრება რომ გაგვევლო. 6 საკონტროლო მატჩი ვითამაშეთ, უმოკლეს ვადაში მოგვიხდა სელექციის ჩატარება და ბევრი მოთამაშიდან საუკეთესოების შერჩევა. იმედია, გულშემატკივრებსა და საზოგადოებას "დილასთან" დაკავშირებულ იმედებს გავუმართლებთ".

ზურაბ დალაქიშვილი, "დილას" პრეზიდენტი: "მიმდინარეობს გორის "დილას" საშინაო არენის განახლება. ცალკე კეთდება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ბაზა, საფეხბურთო სკოლა. რომ არა შსს და დაცვის პოლიცია, დღეს "დილა" ასეთი ამბიციური გუნდი არ იქნებოდა. გვეხმარება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტი".

- გუნდის გაძლიერება და ამბიციების გაათმაგება კარგია, მაგრამ ეს ნახევარწლიანი პროექტია, ერთწლიანი თუ უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი?
ზურაბ დალაქიშვSportall.Geილი:
- სტადიონი და ინფრასტრუქტურის განახლება უკვე არის მანიშნებელი, რომ ეს არ არის ნახევარწლიანი პროექტი და თანამშრომლობა გაგრძელდება.

- მეტოქეებს გორის სტადიონზე როდის უმასპინძლებთ?
- სავარაუდოდ, "თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონი მზად აპრილის ბოლოსთვის იქნება და საშინაო მატჩებს გორში გავმართავთ.

თემურ მახარაძე:
- პირველ ოთხ შეხვედრას კი "მიხეილ მესხზე" ჩავატარებთ.

- ალბათ, ჩემპიონატიდან ევროთასებზე მოხვედრა გაგიჭირდებათ.
- გეთანხმებით, მართლაც ძნელი იქნება. მაგრამ თასის 1/2-ფინალში ვართ გასულები და საგზურის მოპოვებას ამ ტურნირიდან შევეცდებით.

- 18 ახალი ფეხბურთელის მოყვანა კარგია, მაგრამ შეთამაშებას ასწრებთ?
- ეს პრობლემაა, თუმცა კვალიფიციური ფეხბურთელები მოვიდნენ და მათი პროფესიონალიზმის იმედი მაქვს.

- "ვოლგას" ფეხბურთელების განაცხადში შეყვანას ასწრებთ?
გიორგი ნიკურაძე:
- არზიანი დავიმატეთ, დანაSportall.Geრჩენების ტრანსფერებზეც ვმუშაობთ. სამწუხაროდ, რუსეთიდან ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნიან და ეს გვაფერხებს. ფეხბურთელი კლუბთან დავის გამო რომ არ დაიჩაგროს, მივმართეთ ფიფას და, იმედია, პროცესი მალე დასრულდება.

თემურ მახარაძე:
- ამ საქმეში ფეხბურთის ფედერაციაც სერიოზულად გვეხმარება.

პრეზენტაციის ბოლოს ზურაბ კარტოზიამ მედიას ახალწვეულები წარუდგინა, რომლებსაც ნომრიანი მაისურები გადაეცათ: 1 - მარინ სკენდერი, 27 -Gგიგა ბეჭვაია, 20 - რევაზ ჯიქია, 7 - კახა ალადაშვილი, 24 - ლექსო ინწკირველი, 17 - სანდრო გურული, 73 - რევაზ ბარაბაძე, 87 - გიორგი კახელიშვილი, 88 - ლაშა თოთაძე, 37 - შოთა კაშია, 13 - ივანე კანდელაკი, 22 - ირაკლი ლექვთაძე, 25 - დავით მეგრელიშვილი, 90_ გიორგი ხუბუა, 5 - ზურაბ არზიანი. ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ხუთი მოთამაშე დარჩა: 32 - ბექა შეყრილაძე, 10 - დავით ჩაგელიშვილი, 26 - პავლე ხორგუაშვილი, 33 - ნოდარ ნოზაძე, 18 - გიორგი ქარქუზაშვილი.

როგორც ითქვა, ჯერ ვერ ხერხდება ნიჟნი ნოვგორიოდის "ვოლგას" ფეხბურთელების, მათე ვაწაძის, ლაშა სალუქვაძისა და გოჩა ხოჯავას წარდგენა. ვაწაძე სიტყვიერად გაათავისუფლეს, მაგრამ ტრანსფერი არ მიუღია.

გუნდს აქვს ახალი ლოგო, დროშა, დაამზადეს ვებ-გვერდი (წ), გაჟღერდა ლილიკო ნემსაძისა და გიგა ჩიხრაძის საკლუბო ჰიმნი. ასე რომ, ჩიხრაძემ ერთგვარი "დუბლი" შეასრულა - ქუთაისის "ტორპედოს" ჰიმნიც ხომ მან შექმნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Leo-dzia
გეთანხმები. ნამდვილად დასახვეწია ლოგო. როგორც მინიმუმ წარწერა ქართული უნდა ჰქონდეს ან ორივე ენაზე
Toko
17:47 17-02-2012
0
დილას ლოგო არც მე არ მომწონს, ძალიან გადატვირთულია, მაგრამ დილას ძველ საშინელ ლოგოებს ჯობია. ლოგო შექმნეს გორის დროშის ფერებში
დათო
17:41 17-02-2012
0

სიახლეები პოპულარული