ვანო მერაბიშვილს გორის "დილას" მაისურა გადასცეს

AutoSharing Option
17 თებერვალს გორის "დილამ" ახალწვეულები წარადგინა. პრესკონფერენციაზე გუნდის პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მენეჯერმა უკვე ღიად განაცხადეს, რომ გუნდს შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

თუმცა პრეზენტაციას არც შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დასწრებია და არც ამ უწყების სხვა მაღალჩინოსანი.

შევიტყვეთ, რომ მედიასთან შეხვედრის შემდეგ გუნდის წევრები შსს-ს მინისტრს სამინისტროში ესტუმრნენ და "დილას" სახელობითი მაისურა უსახსოვრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"