საქართველო და აზერბაიჯანი "ევრო 2020"-ის მასპინძლობისთვის იბრძვიან!

AutoSharing Option
ვიდეო
საქართველო და აზერბაიჯანი, ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, უეფაში ერთობლივად მასპინძლობის განაცხადს წარადგენენ.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 მარტს აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ვახორციელებთ ახალ ენერგეტიკულ პროექტს, ვაშენებთ ახალ რკინიგზას, ასევე შევთანხმდით ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საერთო განაცხადი შევიტანოთ... სხვა ბევრი საერთო პროექტიც გვაქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უეფა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობას 2014 წელს გამოავლენს. ამ დრომდე ტურნირის ერთპიროვნულად მასპინძლობის სურვილის შესახებ თურქეთმა, ჰოლანდიამ და ბელგიამ, თანამონაწილეობით კი  -
რუმინეთ-ბულგარეთმა, ჩეხეთ-სლოვაკეთმა, ბოსნია-ხორვატია-სერბეთმა და ირლანდია-შოტლანდია-უელსმა გამოაცხადეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
:D
თქმა
14:24 07-03-2012
0
ვანო ჯავახიშვილს და ოთარ ტატიშვილს სერიოზული კონკურენტი ყავს რა:D:D:D:D:D:D:D ისე, ხაშურში ივერიის სატდიონი კი გაქაჩავს მეოთხედფინალს, მაგრამ ფინალის ჩატარება გაგვიჭირდება:D:D:D:D:D:D:D:
karlsoni
14:54 07-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული