კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე - კვლავ ერთად რეიტინგებში

AutoSharing Option
უკრაინულმა გამოცემა "პროფუტბოლმა" ამ ქვეყნის კლუბების ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერების ათეული გამოაქვეყნა.

1992-დან 2000 წლებამდელ გარიგებებში მეორე ადგილზე გიორგი დემეტრაძის ტრანსფერია: საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 1999 წელს კიევის "დინამომ" ვლადიკავკაზის "ალანიადან" 3 მილიონ დოლარად შეიძინა.

მასზე ძვირად მხოლოდ ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერი აღმოჩნდა, რომელიც კიეველებმა "მილანიდან" 23 მილიონ ევროდ დაიბრუნეს.

ამავე პერიოდის ათეულში კახა კალაძის ტრანსფერმა მე-8 ადგილი დაიკავა. 1997 წელს კიევში მისი გადასვლისთვის თბილისის "დინამომ" 280 ათასი დოლარი მიიღო.

კალაძის გვარი 2000-2012 წლების ტრანსფერებშიც მოხვ
და, როდესაც უკრაინული ფეხბურთში ახალი ერა დაიწყო და ევროპული კლუბები სასურველ მოთამაშეებში მილიონებსაც არ ინანებდნენ. ცხადია, ეს ვალერი ლობანოვსკის ეპოქას უკავშირდება.

2001 წელს კახას "მილანში" გადასვლისას იტალიელებმა უკრაინულ კლუბს 16 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
magrebi xard bichebo tqven gverdze var?
artur
12:10 29-04-2012
0
გამარჯვება ბიჭებო!!!!!!!
vaxo
22:49 28-04-2012
0

სიახლეები პოპულარული