კახა ცხადაძე: "დინამოსთან" მოლაპარაკება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია

AutoSharing Option
"ლელოს" 30 აპრილის ნომერში თბილისის "დინამოს" მეპატრონესთან, რომან ფიფიასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს (იხილეთ ვრცლად), როგორც მოსალოდნელი იყო, შესაბამისი აჟიოტაჟი მოჰყვა.

უფრო ზუსტად, იმ საკითხს, "დინამოს" მომავალ მთავარ მწვრთნელს რომ ეხებოდა. კლუბის მეპატრონის სიტყვებით, მომავალი სეზონიდან "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სავარაუდოდ, ქართველი სპეციალისტი იმუშავებს და კონკრეტული გვარიც დასახელდა - კახა ცხადაძე.

ამ უკანასკნელს 30 აპრილს, გვიან ღამით, ბაქოში შევეხმიანეთ და "დინამოსთან" დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"დინამოსთან" მოლაპარაკებას რომ ვაწარმოებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია".

ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს ბაქოს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს (ამ სეზონის ბოლომდე) და აზერბაიჯანის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი უპრინციპულესი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

ასე რომ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემო ნეგრედო, დინამოს სიყვარულში ნუ შემეჯიბრები, დარწმუნებული ვარ როცა მე სტადიონზე დავდიოდი "რუპორით " ხელში შენ მაშინ ძალიან პატარა იყავი. დინამოზე ისე შემდტკივა გული როგორც ჩემს საკუთარ შვილზე და ამიტომაც ვწერ ამ ყველაფერს, რომან ფიფია უსამართლოდ მოექცა ადამიანებს და ეს ყველაფერი ეხლა ისახება დინამოზე,არც მე არ მიხარია ეს,მაგრამ სანამ ბატონი რომანი თვალს არ აახელს მანამდე საშველი არ იქნება და რამდენი ხანი უნდა გავიდეს იმსათვის რომ თავს მხოლოდ იმიტომ უკრავენ და ეთანხმებიან ყველა მის საქციელს რომ მისი ფინანსური მხარე ადარდებთ. მე კიდე ვამბობ ფულით ყველას და ყველაფერს ვერ იყიდა !!! და უკაცრავად თუ გაღიზიანდით ....
irina
23:29 01-05-2012
0
ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება... და გთხოვთ მანდილოსანს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას...
დევიდ აირონს
22:49 01-05-2012
0

სიახლეები პოპულარული