კახა ცხადაძე: "დინამოსთან" მოლაპარაკება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია

AutoSharing Option
"ლელოს" 30 აპრილის ნომერში თბილისის "დინამოს" მეპატრონესთან, რომან ფიფიასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს (იხილეთ ვრცლად), როგორც მოსალოდნელი იყო, შესაბამისი აჟიოტაჟი მოჰყვა.

უფრო ზუსტად, იმ საკითხს, "დინამოს" მომავალ მთავარ მწვრთნელს რომ ეხებოდა. კლუბის მეპატრონის სიტყვებით, მომავალი სეზონიდან "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სავარაუდოდ, ქართველი სპეციალისტი იმუშავებს და კონკრეტული გვარიც დასახელდა - კახა ცხადაძე.

ამ უკანასკნელს 30 აპრილს, გვიან ღამით, ბაქოში შევეხმიანეთ და "დინამოსთან" დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"დინამოსთან" მოლაპარაკებას რომ ვაწარმოებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია".

ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს ბაქოს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს (ამ სეზონის ბოლომდე) და აზერბაიჯანის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი უპრინციპულესი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

ასე რომ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კახა შენი ჭირიმე დინამოს შეეშვი, დარჩი იქ სადაცა ხარ, ექსპერიმენტები აღარ გვინდა. დავიღალეთ
nika
16:59 01-05-2012
0
ინტერი ამათ იტალია გონიათ, აუხსენით სიჭინავას ეს აზერბაიჯანია
nika
17:02 01-05-2012
0

სიახლეები პოპულარული