რატი წინამძღვრიშვილი "ზესტაფონიდან" მიდის

AutoSharing Option
24 წლის რატი წინამძღვრიშვილი, რომელიც იმერულ კლუბში 2008 წლიდან გამოდის, "ლელოს"ინფორმაციით, სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

ამ ბოლო დროს წინამძღვრიშვილი "ზესტაფონის" 18-კაციან განაცხადში ვერ ხვდებოდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ "ზესტაფონიდან" წასვლის სურვილი თავად ფეხბურთელსაც გაუჩნდა.

ტრავმებისგან დატანჯულმა ფორვარდმა ოპტიმალური ფორმის დაბრუნება ვერ შეძლო, რის გამოც ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდა.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად "ლელო" "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელს, სერგო ფუტკარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამდაგვარ საკითხებზე საუბარი ამ მომენტში მიზანშეწონილი არ არის.

"სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ამიტომ გუნდიდან ვინ წავა და ვინ მოვა,
ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია. ამ საკითხზე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვილაპარაკებთ".

"ლელო" თავად ფეხბურთელსაც ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს:

- გუნდთან ერთი წელი კონტრაქტი კიდევ მაქვს, მაგრამ დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს "ზესტაფონიდან" წამოვალ.

- რაიმე კონკრეტული ვარიანტი უკვე ხომ არ გამოჩნდა?
- არა, ვარიანტებზე ჯერ არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ გუნდს დავტოვებ. თუმცა ჯერჯერობით ზესტაფონში ვარ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატი ბევრი ვეცადეთ მაგრამ არაფერი გამოვიდა, ვცდილობდით დაგვენახვებინა რომ გვერდში გედექით... იქნებ სხვა გუნდში მიაღწიო წარმატებებს..
zestafan
17:12 10-05-2012
0
შარსან უფრო შედეგიანი იყო წელს მაგრად მოუკლო და ძაან ბვერ მომენტებს აფუწებდა ნუ გუნდია ა შედეგს ითხოვენ ალბობენ რო ჩიხურას უნდაო და ალაბათ გადავა იქ
irakli1805
21:19 10-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული