შერჩევა "დინამო არენაზე" შედგა

AutoSharing Option
13 მაისს "დინამო არენაზე" "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის შერჩევა შედგა. შერჩევაში მონაწილეობა 2001-2002 წლებში დაბადებულმა 145-მა და 2003-2004 წლებში დაბადებულმა 164-მა ბავშვმა მიიღო.

ანდრეს კარასკო (თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი): შერჩევებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით პატარებს.

ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ბავშვებმაც ისიამოვნეს "დინამოს" მოედნით. 13 მაისი მნიშვნელოვანი დღეა "დინამოს" ისტორიაში. როგორც დილით, ასევე საღამოს ძალიან კარგი ფეხბურთელები ვნახეთ. მე, როგორც აკადემიის დირექტორი, მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლების მუშაობით.

მწვრთნელებმა, ასისტენტებმა, მედიკოსებმა, კოორდინატორებმა დიდი სამუშაო გასწიეს. შერჩევების ორგანიზებაში მონაწილეობა ორმოცმა პიროვნებამ
მიიღო.

კლუბის ყველა დეპარტამენტი ჩართული იყო ამ საქმეში. დიდი დახმარება გაგვიწიეს სტადიონის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული