ანდრეს კარასკო (თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი): შერჩევებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით პატარებს.
ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ბავშვებმაც ისიამოვნეს "დინამოს" მოედნით. 13 მაისი მნიშვნელოვანი დღეა "დინამოს" ისტორიაში. როგორც დილით, ასევე საღამოს ძალიან კარგი ფეხბურთელები ვნახეთ. მე, როგორც აკადემიის დირექტორი, მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლების მუშაობით.
მწვრთნელებმა, ასისტენტებმა, მედიკოსებმა, კოორდინატორებმა დიდი სამუშაო გასწიეს. შერჩევების ორგანიზებაში მონაწილეობა ორმოცმა პიროვნებამ
კლუბის ყველა დეპარტამენტი ჩართული იყო ამ საქმეში. დიდი დახმარება გაგვიწიეს სტადიონის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.
fcdinamo.ge