საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფეხბურთიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ "დემეს" უკანონო პატიმრობა დაასახელა.
"ქურდული სამყაროს წევრობისათვის" გასამართლებულ პრიმერადივიზიონის პირველ ქართველ ლეგიონერსა და ახლო წარსულში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს, გიორგი დემეტრაძეს საპატიმროში კიდევ 4 წლისა და 2 თვის გატარება
გთავაზობთ ინტერვიუს პატიმარ გიორგი დემეტრაძესთან:
- გიორგი, როგორ ხარ?
- გმადლობთ, ნორმალურად. ვვარჯიშობ, ვლოცულობ, ვსეირნობ. საკანში სამნი ვართ. განსაკუთრებული არაფერი ხდება, მოსაყოლად რომ ღირდეს.
- შენი მეგობარი კახა კალაძე პროფესიონალური ფეხბურთიდან მიდის. მართალია, მისი წვლილი უდავოა ქართული ფეხბურთის განვითარებაში, მაგრამ გამოსათხოვარ მატჩზე ლაპარაკიც არ არის. კახამ თქვა, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, ამაზე ვერც ვიოცნებებო. როგორ ფიქრობ, მის მიმართ სამართლიანია ფეხბურთის ფედერაცია?
- კახა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია და მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დიდ უსამართლობად მიმაჩნია. სამწუხაროდ, ბევრს ავიწყდება, რომ ფეხბურთი შორს არის პოლიტიკისაგან და კახა უნდა დაფასდეს იმ დამსახურებების მიხედვით, რაც მას ფეხხბურთში ლამის 20 წლის განმავლობაში ჰქონდა.
საუბედუროდ, დღეს სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთში ურევენ. სპორტი და პოლიტიკა უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს. სპორტის მომავალი პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ.
ადამიანმა განიზრახა წასვლა პოლიტიკაში და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვინც ამბობს, კალაძე პოლიტიკაში ისეთივე წარმატებული ვერ იქნება, როგორც ფეხბურთშიო, მათ ვურჩევ, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ! დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ყველგან მიაღწევს წარმატებას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია და დღემდე მხარში მიდგას. მე მისი მჯერა.
- გიორგი, სასჯელის მოხდის შემდეგ სად და როგორ წარმოგიდგენია შენი საქმიანობა, შენც პოლიტიკაში ხომ არ ჩაერთვები?
- ბუნებრივია, ჩემი ადგილი ფეხბურთში აღარ არის, მაგრამ რას გავაკეთებ, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ჩემი ერთადერთი საფიქრალია, როგორმე თავი დავაღწიო უკანონო პატიმრობას.
- მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამოში" დიდი ინვესტიცია ჩაიდო და რეფორმაც განხორციელდა, შედეგი მაინც არ ჩანს - ასეთი ცუდი პერიოდი მას ჯერ არ ჰქონია. შენი აზრით, რა არის ამისი მიზეზი?
- უკვე ორი წელია, რაც, ფაქტობრივად, ამ სიტუაციას ჩამოშორებული ვარ, ვერ ვუყურებ ტელევიზორს, ვერ ვუსმენ რადიოს და პრესაც არ მოგვეწოდება. შესაბამისად, რაიმე დასკვნის ან პროგნოზის გაკეთება ჩემთვის ძნელია.
ერთის თქმა შემიძლია - "დინამოს" მწვრთნელი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ შეძლებს თუ არა გუნდის ფეხზე დაყენებას, ამისი თქმა გამიჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი მწვრთნელზე არ არის დამოკიდებული.
ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, მართალია, ბევრი წარმატებული და ახალგაზრდა ფეხბურთელი მოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი, უნდა გარიცხონ ფეხბურთელთა რიგებიდან.
ამ ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა განაგრძონ თამაში ეროვნულ ნაკრებში და სხვებსაც მისცენ მაგალითი.
- შენმა ადვოკატებმა სტრასბურგში სარჩელი გაგზავნეს. თუ იცი, დაიწყო მისი განხილვა?
- სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო ჩვენი საჩივარი, საქმეს ნომერი მიანიჭეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ჩემმა ადვოკატებმა განაცხადი სამი მუხლის დარღვევისთვის შეიტანეს. ესენია: ევროკონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობა) და მე-8 (პირადი ცხოვრება) მუხლები.
მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და რამდენ ხანს გაგრძელდება, ვერ გეტყვით. ლოდინის და მოთმინების გარდა, სხვა გზა არ მაქვს. ისევ ამ გზით თუ მივაღწევ სამართალს.
- დიდი ალბათობით, შენი გათავისუფლება-არგათავისუფლება ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული. კოალიციის ლიდერის რწმუნებით, მათი უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, ყველა "საეჭვო" საქმე და უკანონო განაჩენი ხელახლა გადაიხედება...
- რა გითხრათ, ამაზე მკითხაობას ვერ დავიწყებ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: შეწყალებას არ მოვითხოვ, ვინაიდან თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ! არც იმედის დაკარგვის უფლება მაქვს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
ესაუბრა ნანა ფიცხელაური
გაზეთი "ყველა სიახლე"
ასევე იხილეთ
გიორგი დემეტრაძის განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში შევიდა
დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება
კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე - კვლავ ერთად რეიტინგებში
რა ქურდული სამყაროს წევრობა კაცი ფეხბურთელია და სვისტოკის ხმაზე დარბის
იცით მაინც რაა ქურდული სამყაროს წევრობა
დემე მაგარი კაცია ვისაც მასთან შეხება ქონია ყველა დამიდასტურებს ტიპი ტყუილა ზის ვაფშე და არ აღიარებს როცა შეუძლია აღიაროს და გამოუშვან
ეს კაცობა და ვაშკაცობაა ზოგიერთი ....... გასაგონად ვიძახი. კალაძეს რაც შეეხება აგერ leto მ რაც თქვა 100% ვეთანხმები