რა უთხრა თემურ ქეცბაიამ ლევან ყენიას მსურველ კლუბს

AutoSharing Option
ნაკრები მარადიული თემაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს საშველი ვერა და ვერ დაადგა.

ნაკრებში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე აზრის გამოთქმა ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ არჩილ არველაძეს ვთხოვეთ. ტყუპისცალს კახა კალაძის ჯეროვნად გაცილებაზეც ჩამოვუდგეთ სიტყვა...

- ჩვენი ნაკრების ბოლო შეხვედრაზე რას გვეტყოდით?
- თურქეთთან მატჩის პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი. მეორე ტაიმისთვის საქართველოს ნაკრებში პოზიტიური ცვლილებები მოხდა.

კარგად ჩაერთო თამაშში ლევან მჭედლიძე. დაცვაშიც უფრო მობილიზებულად გამოვიყურებოდით, თუმცა არ მეგონა, რომ საბოლოო ჯამში სამ გოლს გავუშვებდით. თურქეთის ნაკრებს აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, თუმცა
მათ აქვთ იმის საშუალება, რომ სხვა ფეხბურთელებზეც გააკეთონ აქცენტი.

- თემურ ქეცბაიამ ლევან ყენია თურქეთთან არ ათამაშა, რასაც ფეხბურთელისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა...
- ქეცბაიას ძალიან მოსწონს ეს ფეხბურთელი და ძალიან უნდა, რომ ლევანი რაც შეიძლება მალე შევიდეს ფორმაში. ქეცბაიამ ამდენი ხნის უთამაშებელი ყენია ნაკრებში გამოიძახა, ხასიათზე მოიყვანა.

ისიც უნდა ვიკითხოთ, ამ ეტაპზე ღირსი იყო ყენია ნაკრებში გამოსაძახებლად?

ყენიას ახლა ახალგაზრდულ ნაკრებში შეუძლია თამაში და თავის გამოჩენა. დარწმუნებული ვარ, ქეცბაიას სურვილია, რომ ხელი შეუწყოს ამ მართლაც ნიჭიერ ფეხბურთელს.

- ზოგადად, მწვრთნელს სანაკრებოდ ყველა საინტერესო ფეხბურთელისთვის უნდა სურდეს ხელის შეწყობა...
- მასეც არის. მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს ვიყავი ჩასული და ქეცბაიაც იქ იყო, ჩემი თანდასწრებით ესაუბრა ყენიათი დაინტერესებულ ერთ-ერთი ევროპული კლუბის წარმომადგენელს და უთხრა, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ყენია დიდ ფეხბურთს ითამაშებსო.

Sportall.Ge- ამ ცოტა ხნის წინ კახა კალაძე რედაქციაში გვყავდა სტუმრად და სხვათა გარდა ისიც გვითხრა, თუ ხელს არ შემიშლიან, გამოსათხოვარი მატჩის გამართვას სექტემბერში ვაპირებო. ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებისგან არ არის ინიციატივა ასეთი შეხვედრის ჩატარებაზე?
- თუ ვინმე იმსახურებს ასეთი მატჩის გამართვას, პირველ რიგში, კახა კალაძე. საქართველოში არ მეგულება ისეთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ კალაძე ამას არ იმსახურებს.

- კალაძე ნაკრებიდან ისე წავიდა, მადლობა მისთვის არავის უთქვამს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ასეთი ეტიკეტი ვერ დავინახეთ...
- კალაძეს ტელეფონით არაერთმა ყოფილმა ნაკრებელმა და ქართულ ფეხბურთში მოსაქმე სხვა ადამიანმა გადაუხადა მადლობა. საერთო ჯამში, ლამაზად და კარგად რომ ვერ მოხდა ყველაფერი, ეს სწორი პრეტენზიაა.

- როგორ ფიქრობთ, კალაძეს არ დართავენ გამოსამშვიდობებელი მატჩის "დინამო არენაზე" ან მიხეილ მესხის სტადიონზე გამართვის ნებას?
- არა მგონია, რომ კალაძეს ამაში ვინმემ ხელი შეუშალოს. თუ მაინც მოხდება ასეთი რამ, არ მომერიდება იმის თქმა, რომ არასწორია.

შოთის გაცილება რომ იყო, ფინანსური მხარე მთლიანად ჩვენს მიერ იყო უზრუნველყოფილი. დიდი შეღავათი გაგვიწიეს იმ მხრივ, რომ სტადიონის იჯარის ფული არ გადაგვახდევინეს. ერთი სიტყვით, ძალიან გაგვიხარდება, თუ კალაძე ასეთ მატჩს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა

განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?


ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
მკითხველის კომენტარები / 6 /
აკაკი ხუბუტია რუმინეთში თამაშობდა და ქეცბაიამ ყველა თამაშში ათამაშა,გაიყიდა მერე ეს ბიჭი თურქეთში,ამ ტრანსფერში რომ დიდია ნაკრებში თამაშების როლი არ უნდა ამას დიდი მტკიცება.თითქოს უკეთეს ლიგაშია და სტაბილურადაც ძირითადშია ხუბუტია მაგრამ,ამ ტრანსფერის შემდეგ 1 წუთიც არ უთამაშია ნაკრებში.მაპატიეთ მაგრამ იწვევს ეს ამბავი ეჭვს,ამ ტრანსფერისთვის ხომ არ ათამაშებდა მანამდე?6 თვის უთამაშებელი და პრაქტიკულად ნორმალურ,თუნდაც სავარჯიშო პირობების არ მქონე დაუშვილის,საშუალო ბერძნულ კლუბის სათადარიგო კვირკველიას მუდმივი გამოძახება,გასაყიდად გამზადებული ლორიას ბოლო თამაშებში შეუცვლელად თამაში,არის კითხვები რომელსაც პასუხები სჭირდება.ფეხბურთელებმა სხვა რამეც იციან ალბათ ნაკრების სამზარეულოდან და არ მიმაჩნია მთლად საფუძველს მოკლებული ყენიას განაწყენება.სამწუხაროდ ქართველი სპორტული ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი მძაფრი კითხვის დასმას კიარა,ქეცბაიას დანახვაზე მუხლები უკანკალებთ და ცივი ოფლი ასხამთ,ვნახეთ ეს პირდაპირ ეთერში.
daviti
17:33 31-05-2012
0
ყენია უნიჭიერესია და ქართული ფეხბურტის იმედია მაგრამ ამ სემთხვევაში ქეცბა 100% მართალია. არ იყო მზად და გამოძახებაც გასაკვირი იყო დაჟე.
ეროვნული ნაკრები ქვეყნის სიამაყეა და არა დეზერტირების ბაზარი
არა აქვს მნიშველობა ამხანაგურია თუ ოპიციალური იმან უნდა ითამაშოს ვინც მზადაა
messi
21:57 31-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული