- მართალია მოვიგეთ, მაგრამ რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, თორემ უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაც შეგვეძლო. თუმცა იმით კი კმაყოფილი ვარ, რომ მატჩს ვაგებდით და საბოლოოდ მოვიგეთ. გასული სეზონის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, ახალი მოთამაშეები დავიმატეთ და ახალი გუნდის შენება დავიწყეთ. სამი კვირაა, მომავალი სეზონისა და ევროტურნირებისთვის ვემზადებით. ამ ვითარებიდან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ რთული მატჩი გველოდა. მართალია, შეხვედრაში ბევრი წუნი იყო, მაგრამ ახალი გუნდის შენების პროცესში ეს გასაკვირი არ არის.
- არბიტრმა რამდენიმე დინამოელს
- ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალზე მონდომებულები იყვნენ. სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ მატჩის შემობრუნება მოვახერხეთ... ბიჭები ნერვიულობდნენ და გაფრთხილებებიც ამის შედეგია. ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათი მისამართით აუგს ვერ ვიტყვი... გაიხსენეთ, წინა სეზონის დაწყებამდეც ვქმნიდით ახალ გუნდს... მაგრამ საბოლოოდ "ზესტაფონსა" და "ვიტ ჯორჯიას" გვარიანი ფორით გავუსწარით. მჯერა, ამ ბიჭებით მართლა შეიძლება ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება. უბრალოდ, საამისიოდ დროა საჭირო.
- ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტინიო ტრავმის გამო დაგაკლდათ. საპასუხო შეხვედრაში თუ შეძლებს თამაშს?
- საეჭვოა, მაგრამ ვნახოთ...
- პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, გაქვთ იმედი, რომ "დინამო" ამ ბარიერს გადალახავს?
- ვაგებდით და 2:1 მოვიგეთ, მაგრამ ცხადია, ეს ანგარიში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. ტალინში რთული მატჩი გველის. ბოლომდე ვიბრძოლებთ მომდევნო რაუნდში გასასვლელად. მჯერა, ჩვენი ბიჭები თავს არ დაზოგავენ.
მარტინ რეიმი: ტალინის 1:0 მოგებაც საკმარისია, მაგრამ...
- როგორ შეფასებდით მატჩს?
- საკმაოდ ცხელოდა და ვფიქრობ, ორივე გუნდის თამაშზე ამან გარკვეული ზემოქმედება მოახდინა. ჩემი გუშინდელი პროგნოზი თამაშმა გაამყარა - მატჩი ორივე გუნდისთვის რთული იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ბარიერის დაძლევა ორივე გუნდს შეუძლია. თამაში მდიდარი იყო ბევრი წუნითა და გამოუყენებელი საგოლე მომენტებით. გული მწყდება, რომ მეტოქეს პენალტის დარტყმის საშუალება მივეცით. მართალია 1:2 დავმარცხდით, მაგრამ მიმაჩნია, რომ საპასუხო მატჩის წინ კარგი შანსი გვაქვს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველებს ფრეც ჰყოფნით. "დინამოს" ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს და ვნახოთ, რა მოხდება ტალინში. მეამაყება, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და კიდევ შეეძლოთ ერთი ბურთის გატანა.
- მეტოქისგან ვის გამოყოფდით?
- პირველ რიგში 9 ნომრის (გიორგი კახელიშვილი - ავტ) მიერ გატანილი გოლი და აქტიურობა იყო თვალში საცემი. ასევე გამოვრჩევდი 13-ს (გიორგი თექთურმანიძე - ავტ), რომელმაც არაერთხელ გამოავლინა ინდივიდუალური ოსტატობა.