შოთა გრიგალაშვილით რუსული და უკრაინული გუნდები ინტერესდებიან

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ერთ-ერთ ლიდერს, 25 წლის შოთა გრიგალაშვილს იმერულ კლუბთან კონტრაქტი ამა წლის პირველ ივლისს ეწურება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ზესტაფონის" ნახევარმცველი კონტრაქტს აღარ გააგრძელებს, თუმცა გრიგალაშვილი ვარჯიშს კვლავაც აწ უკვე თავის ყოფილ კლუბთან განაახლებს.

"ზესტაფონი" 11 ივნისს საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბება და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისათვის მზადებას დაიწყებს.

საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას გრიგალაშვილი. როგორც შევიტყვეთ, გრიგალაშვილით უკრაინული და რუსული გუნდები არიან დაინტერესებულნი და ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის არჩევანიც ამ ქვეყნებიდან რომელიმეზე შეჩერდება.

"ლელოსთან" საუბარში
ფეხბურთელმა კონკრეტული კლუბის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა გვითხრა, რომ ორ კვირაში ყველაფერი გაირკვევა და მომავალი გუნდის ვინაობაც ცნობილი გახდება.

შოთა გრიგალაშვილის მომავალი მალე გაირკვევა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
შოთა გრიგალაშვილი: უკვე დროა, უცხოეთში წავიდე

ვლადიკავკაზის "ალანიას" გოჩა ხოჯავა, ლაშა სალუქვაძე და შოთა გრიგალაშვილი მიჰყავს?
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე რა არის იმაში კარგი რომ საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი, შეიძლება საუკეთესოც რუსულ ან უკრაინულ კლუბში გადავა?
Walkabout
18:27 05-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული