კლუბის პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძის ცნობით, ახალი 1-წლიანი ხელშეკრულებები დადეს დავით გამეზარდაშვილმა და რევაზ გოცირიძემ, 2-წლიანი კი - გიორგი დათუნაიშვილმა.
ორმხრივი შეთანხმებით, ქუთაისის "ტორპედო" დატოვეს ბაქარ მირცხულავამ, გიორგი ფეიქრიშვილმა, ლაშა კემუხტაშვილმა და დავით ჯანელიძემ.
ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე "ტორპედოს" გულშემატკივრებთან შეხვედრაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ავსტრიულ შეკრებაზე სპარინგ-პარტნიორები დაასახელა:
17 ივნისს "ტორპედო" საკონტროლო მატჩს ალბანეთის ჩემპიონ "შკენდერბეუსთან" გამართავს, 21-ში - რუმინეთის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "სტიაუასთან", 25-ში - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტ
მხოლოდ 28 ივნისს დაგეგმილი მატჩის მეტოქეა გასარკვევი - ქუთაისელები კიევის "დინამოს" ან ბუქარესტის "დინამოს" დაუპირისპირდებიან.
"ტორპედომ" პირველი ამხანაგური მატჩი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე იმერეთის რეგიონის ნაკრებთან გამართა. ეს გუნდი ახლახან ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ოთხთა ტურნირზე მონაწილეობდა და მეორე ადგილი დაიკავა. გუნდი პირველი ლიგის ვანის "სულორის","სამტრედიის", ხონის "იმერეთისა" და წყალტუბოს "სამგურალის" ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.
"ტორპედოში" პირველად ითამაშეს ახალწვეულებმა: ელგუჯა გრიგალაშვილმა, ბექა ტუღუშმა, პოლონური "იაგელონიიდან" ერთწლიანი იჯარით დაბრუნებულმა მერაბ გიგაურმა და სინჯებზე მყოფმა ზაზა ჭელიძემ და დათა სიჭინავამ.
პირველი ტაიმი სტუმრებმა გიორგი ბუხაიძის დუბლით მოიგეს - 2:1, ტორპედოელთაგან კი თავი ბექა ტუღუშმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში ანგარიში გიორგი კუხიანიძემ გაათანაბრა, შემდეგ კი რევაზ გოცირიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:3.
"ტორპედო": მიგინეიშვილი (46 ქვილითაია), ბანძელაძე (46. რიგვავა), ჭელიძე (46. ფარულავა), გამეზარდაშვილი (46. კვახაძე), ლემონჯავა (37. გურული) - სიჭინავა (46. დოლიძე), გიგაური (46. დიღმელაშვილი), ფირცხალავა (46 .გ. დათუნაიშვილი), ე. გრიგალაშვილი (46. ვ. ბოლქვაძე) - ფანცულაია (46. კუხიანიძე), ტუღუში (46. გოცირიძე).
მოგებით დაიწყეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროტურნირები: "ზესტაფონი" და "მეტალურგი" განთესილები იქნებიან