ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ

AutoSharing Option
წლეულს, 13 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის წევრი, 22 წლის ნიკა მახვილაძე. გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მას მკერდს ქვემოთ მგრძნობელობა დღემდე დაკარგული აქვს. თუმცა გამოჯანმრთელების იმედი არის, რასაც გვარიანი თანხები სჭირდება.

ფეხბურთის სამყარომ მახვილაძის დახმარება გადაწყვიტა. ამ მიზნით, 18 ივნისს სპორტკომპლექს "არენაში" საქველმოქმედო მატჩი გაიმართა - ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მოთამაშეებით გაძლიერებული თსუ (ფუტსალი) საქართველოს ნაკრებს შეხვდა.

ამ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობდნენ: ზურაბ ხიზანიშვილი, აკაკი ხუბუტია, გიორგი ფოფხაძე, ლევან მჭედლიძე, დავით სირაძე, ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტად
არჩეული ლევან ცქიტიშვილი.

შედეგს მნიშვნელობა არც აქვს. ეს იყო სიკეთისა და ადამიანური თანადგომის დღე და სასიხარულოა, რომ ამ მატჩში მონაწილეთათვის უცნობი ფეხბურთელის თანადგომის სურვილი ბევრს აღმოაჩნდა.

ზურაბ ხიზანიშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):
"ნიკას არ ვიცნობდი, მაგრამ ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე თანადგომის მოწოდება რომ გაავრცელეს, მატჩში მონაწილეობა გადავწყვიტე.

ჩვენი ფასი თეთრიც არ იქნება, ასეთ დროს ადამიანს გვერდში თუ არ დავუდგებით.

მჯერა, ნიკას ფეხზე დასაყენებლად საჭირო თანხას შევაგროვებთ და მალე გვერდიგვერდ ვითამაშებთ. დღეს კი, სამწუხაროდ, ისევ მძიმედ არის".

რევაზ არველაძე (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი):
"საქველმოქმედო მატჩი ნიკა მახვილაძის მეგობრების იდეა იყო. როდესაც ასეთ ამბავს იგებ, ვალდებული ხარ, მონაწილეობა მიიღო.

ჩვენ ჩართულები ვართ ამ საქმეში და შევეცდებით, რომ ნიკას მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს თანადგომა ყოველგვარ ფინანსურ დახმარებაზე მეტიც არის, რადგან ნამდვილი ადამიანობისა და მეგობრობის გამოვლენაა".

"კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით", - ეს შეხვედრა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ამ სიტყვებით საუკეთესოდ შეაფასა.

ასეც იყო, ადამიანი გაჭირვებაში გამოიცნობა და სასიამოვნოა, ეროვნული ნაკრების წევრები მათთვის უცნობ ახალგაზრდას გვერდში საკუთარი სურვილით რომ დაუდგნენ.

და რაც მთავარია: როგორც შევიტყვეთ, ამ საქველმოქმედო მატჩისა და სოციალურ ქსელებზე წამოწყებული კამპანიის შედეგად, ნიკა მახვილაძის ოპერაციისთვის აუცილებელი თანხის დიდი ნაწილი შეგროვდა - აქცია კი კვლავ გრძელდება.

სიკეთის ძალა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რათ უნდა მაგას საქველმოქმედო მატჩი ადექიტ და აკრიბეტ პული და მიეცით პულის მეტი რა გაქვტ ყველას რო აგებიებტ გულმოწყალენი რომ ხართ))
tatunio
03:13 06-09-2012
0
რატ უნდა საქველმოკმედო მატჩი ფულის მეტი რა გავქტ და მიეციტ და დაეხმარედ უხმაუროდ ყველას რო აგებიევთ გულ მოწყალენი რომ ხართ)))
tatunio
03:11 06-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული