რუსთავის "მეტალურგმა" სლოვენიაში ლუბლიანას "ოლიმპია" დაამარცხა

AutoSharing Option
19 ივნისს რუსთავის "მეტალურგმა" სლოვენიური შეკრების პირველი მატჩი ითამაშა და ლუბლიანას "ოლიმპია" 1:0 დაამარცხა.

გოლი პირველ ტაიმში გივი კვარაცხელიამ გაიტანა, ნაკუთხურალ ბურთს შედეგიანი თავური უთავაზა. ბარემ იმასაც გეტყვით, "ოლიმპია" 2011/12 წლების სლოვენიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

"მეტალურგი" რამდენიმე დღეა, რაც სლოვენიურ შეკრებაზე იმყოფება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა შეკრებაზე ეს ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, გაბრიელ თებიძე
მცველები: მიხეილ მახვილაძე, გივი კვარაცხელია, ლაშა ჯაფარიძე, სევასტი თოდუა, გიორგი გავაშელიშვილი, თორნიკე კაკუშაძე
ნახევარმცველები: გიორგი ქავთარაძე, ირაკლი მაისურაძე, ლუკა რაზმაძე, რევაზ
გეწაძე, ზვიად ლობჟანიძე, გიორგი თექთურმანიძე, შალვა ექვთიმიშვილი, ანზორ სუხიაშვილი, დენის დობროვოლსკი
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, ირაკლი სიხარულიძე

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "მეტალურგი" 22 ივნისს გამართავს ხორვატულ "რეიკასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კობა ჟორჟიკაშვილი: პლეი ოფში "ზესტაფონზე" უკეთ ვიმუშავეთ
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალი ხარ ძმა :)metalurgi fan
irakli
16:38 20-06-2012
0
რუსთავი აიღებს უეფას თასს.
zoro
15:23 20-06-2012
0

სიახლეები პოპულარული