ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს

AutoSharing Option
25 ივნისს უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პირველი ორი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება უჩვეულოდ უხარისხოდ და არაოპერატიულად გააშუქა და ქართველმა გულშემატკივრებმა წილისყრის შედეგები საკმაო დაგვიანებით შეიტყვეს.

მაშ ასე, საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ჩემპიონს, ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება; ჩვენი თასის მფლობელი გორის "დილა" ევროპის ლიგის მეორე რაუნდში ურთიერთობას დანიურ "ორჰუსთან" გაარკვევს; ქუთაისის "ტორპედო" ამავე გათამაშების პირველ ეტაპზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდება და თუ ეს ბარიერი დაძლია, მეორე რაუნდში ურთიერთობას მოლდოვურ
"მილსამისთან" გაარკვევს; რუსთავის "მეტალურგი" საწყის სტადიაზე ალბანურ "ტეუტას" შეებრძოლება და თუ ეს ეტაპი გადალახა, მეტოქედ ჩეხური "პლზენი" ელის.

შეიძლებოდა როგორც უკეთესი, ისე უარესი წილისყრა - ასეთია საერთო სურათი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, "ზესტაფონის" პოტენციურ მეტოქეთა შორის "ნეფთჩიზე" სუსტი კლუბებიც იყვნენ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ფეროელთა რამდენიმე სავარაუდო მოწინააღმდეგე აზერბაიჯანზე უფრო ძლიერი საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი იყო.

"დილას" მეტოქე ხელწამოსაკრავი არ არის, მაგრამ გორელებს უფრო ძლიერ კლუბთანაც შეიძლებოდა დაეჭირათ საქმე.

"მეტალურგსაც" და "ტორპედოსაც" ჰქონდათ იმის შანსი, რომ პირველ ეტაპზე უფრო სუსტ ოპონენტთან ეთამაშათ. სამაგიეროდ, ქუთაისელებს აშკარად გაუმართლათ მეორე რაუნდის წილისყრაში, რასაც ვერ ვიტყვით რუსთაველებზე.

მოკლედ, მომავალი ევროსეზონი სულ მალე დაიწყება და მოსაწყენადაც აღარ გვეცლება. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული კლუბები ევროტურნირებზე შარშანდელ მიღწევებს გააუმჯობესებენ.

ჩემპიონთა ლიგა

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
3/4 და 10/11 ივლისი
დუდელანჟი (ლუქსემბურგი)-ტრე პენე (სან მარინო)
ვალეტა (მალტა)-ლუზიტანსი (ანდორა)
ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)-ტორსჰავნი (ფარერები)

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
17/18 და 24/25 ივლისი
შკენდერბეუ (ალბანეთი)-დებრეცენი (უნგრეთი)
მარიბორი (სლოვენია)-ჟელეზნიჩარი (ბოსნია)
ჟილინა (სლოვაკეთი)-ჰაპოელ კირიათ შმონა (ისრაელი)
ბატე (ბელარუსი)-ვარდარი (მაკედონია)
აელ (კვიპროსი)-ლინფილდი/ტორსჰავნი
შემროკ როვერსი (ირლანდია)-ეკრანასი (ლიტვა)
ფლორა (ესტონეთი)-ბაზელი (შვეიცარია)
ნიუ საინტსი (უელსი)-ჰელსინგბორგი (შვედეთი)
ჰიკ (ფინეთი)-რეიკიავიკი (ისლანდია)
მიოლდე (ნორვეგია)-ვენტსპილსი (ლატვია)
დუდელანჟი/ტრე პენე-ზალცბურგი (ავსტრია)
ლიბერეცი (ჩეხეთი)-შახტიორი (ყაზახეთი)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-დინამო (ხორვატია)
ნეფთჩი (აზერბაიჯანი)-ზესტაფონი (საქართველო)
ულისე (სომხეთი)-შერიფი (მოლდოვა)
ვალეტა/ლუზიტანსი-პარტიზანი (სერბეთი)
ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)-შლიონსკი (პოლონეთი)

ევროპის ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
5 და 12 ივლისი
ინტერი (აზერბაიჯანი)-ტრანს ნარვა (ესტონეთი)
სენიცა (სლოვაკეთი)-მტკ (უნგრეთი)
ტირანა (ალბანეთი)-გრევენმახერი (ლუქსემბურგი)
ტორპედო (საქართველო)-აქტობე (ყაზახეთი)
ბორაცი (ბოსნია)-ჩელიკი (ჩერნოგორია)
ბაქი (აზერბაიჯანი)-მურა (სლოვენია)
ელფსბორგი (შვედეთი)-ფლორიანა (მალტა)
რენოვა (მაკედონია)-ლიბერტასი (სან მარინო)
სანტა კოლომა (ანდორა)-ოსიეკი (ხორვატია)
იაგოდინა (სერბეთი)-ორდაბასი (ყაზახეთი)
დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)-რუნავიკი (ფარერები)
რუსენბორგი (ნორვეგია)-კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია)
მიუპა (ფინეთი)-დრუიდსი (უელსი)
შაულაი (ლიტვა)-ლევადია (ესტონეთი)
ბოჰემიანსი (ირლანდია)-ტორი (ისლანდია)
სარაევო (ბოსნია)-ჰიბერნიანსი (მალტა)
ტვენტე (ჰოლანდია)-სანტა კოლომა (ანდორა)
რუდარი (ჩერნოგორია)-შირაქი (სომხეთი)
ფლამურტარი (ალბანეთი)-ჰონვედი (უნგრეთი)
დაჩია (მოლდოვა)-ცელიე (სლოვენია)
სუდუვა (ლიტვა)-დაუგავა (ლატვია)
კუოპიო (ფინეთი)-ლანელი (უელსი)
კალმარი (შვედეთი)-კლიფტონვილი (ჩრდ. ირლანდია)
ვიკინგური (ფარერები)-გომელი (ბელარუსი)
ჰაფნარფიორდური (ისლანდია)-ეშენი (ლიხტენშტეინი)
ლეხი (პოლონეთი)-ჟეტისუ (ყაზახეთი)
ხაზარი (აზერბაიჯანი)-კალიუ (ესტონეთი)
ბირკირკარა (მალტა)-მეტალურგი (მაკედონია)
ზეტა (ჩერნოგორია)-პიუნიკი (სომხეთი)
ტეუტა (ალბანეთი)-მეტალურგი (საქართველო)
ოლიმპია (სლოვენია)-ჟენეს ეში (ლუქსემბურგი)
სტრეიმური (ფარერები)-განძასარი (სომხეთი)
სენტ პატრიქსი (ირლანდია)-ვესტმანაიეარი (ისლანდია)
მეტალურგსი (ლატვია)-ლა ფიორიტა (სან მარინო)
იუვასკიულა (ფინეთი)-სტაბეკი (ნორვეგია)
ზიმბრუ (მოლდოვა)-ბანგორ სიტი (უელსი)
შკენდია (მაკედონია)-პორტდაუნი (ჩრდ. ირლანდია)

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
19 და 26 ივლისი
ხაზარი/კალიუ-ლეხი/ჟეტისუ
თურქეთის მეოთხე კლუბი (გასარკვევია, რედ.)-სენტ ჯონსტონი (შოტლანდია)
ჰაიდუკი (ხორვატია)-სკონტო (ლატვია)
აიკ (შვედეთი)-ჰაფნარფიორდური/ეშენი
რენოვა/ლიბერტასი-ვიკუნგური/გომელი
ნაფტანი (ბელარუსი)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
ვოივოდინა (სერბეთი)-სუდუვა/დაუგავა
იუვასკიულა/სტაბეკი-ზეტა/პიუნიკი
იანგ ბოისი (შვეიცარია)-ზიმბრუ/ბანგორ სიტი
ლოკომოტივი (ბულგარეთი)-ვიტესი (ჰოლანდია)
ტირანა/გრევენმახერი-ალესუნდი (ნორვეგია)
მეტალურგი დ. (უკრაინა)-ბორაცი/ჩელიკი
მაქაბი ნეთანია (ისრაელი)-კუოპიო/ლანელი
მლადა ბოლესლავი (ჩეხეთი)-ბოჰემიანსი/ტორი
შაულაი/ლევადია-ანორთოსისი (კვიპროსი)
მილსამი (მოლდოვა)-ტორპედო/აქტობე
სლავენი (ხორვატია)-შკენდია/პორტდაუნი
სერვეტი (შვეიცარია)-სტრეიმური/განძასარი
ტვენტე/სანტა კოლომა-ინტერი (ფინეთი)
ჟალგირისი (ლიტვა)-ადმირა ვაკერი (ავსტრია)
ოსიეკი (ხორვატია)-კალმარი/კლიფტონვილი
სლოვანი (სლოვაკეთი)-ვიდეოტონი (უნგრეთი)
რაპიდი (რუმინეთი)-მიუპა/დრუიდსი
პლზენი (ჩეხეთი)-ტეუტა/მეტალურგი
ბაქი/მურა-ცსკა (ბულგარეთი)
ინტერი/ნარვა-ასტერას ტრიპოლისი (საბერძნეთი)
გენტი (ბელგია)-დიფერდანჟი/რუნავიკი
ანჟი (რუსეთი)-ფლამურტარი/ჰონვედი
ლევსკი (ბულგარეთი)-სარაევო/ჰიბერნიანსი
მეტალურგსი/ლა ფიორიტა-ლეგია (პოლონეთი)
შახტიორი (ბელარუსი)-რიდი (ავსტრია)
ბნეი იეჰუდა (ისრაელი)-რუდარი/შირაქი
რუსენბორგი/კრუზეიდერსი-იაგოდინა/ორდაბასი
სპარტაკი (სლოვაკეთი)-სლიგო როვერსი (ირლანდია)
დაჩია/ცელიე-ელფსბორგი/ფლორიანა
შიროკი ბრიეგი (ბოსნია)-სენტ პატრიქსი/ვესტმანაიეარი
აპოელ (კვიპროსი)-სენიცა/მტკ
რუხი (პოლონეთი)-ბირკირკარა/მეტალურგი სკოპიე
ორჰუსი (დანია)-დილა (საქართველო)
ოლიმპია/ჟენეს ეში-ტრომსო (ნორვეგია)

ჩემპიონს უხერხული მეზობელი ერგო, ევროპის ლიგაზე უფრო გაგვიმართლა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა
ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით
ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს
მკითხველის კომენტარები / 2 /
** სამაგიეროდ, ქუთაისელებს აშკარად გაუმართლათ** რატომ ჰგონიათ რომ გაუმართლათ???კუთაისთან შედარებით ნაგდათ არაა სუსტი გუნდი...გაიხსენეტ რუსთავთან თამაში,ეხლა უკეთესი გუნდია კიდე
0
მეორე ეტაპზე გაუმართლათ, თუ აქტობეს მოუგესო, მილსამი აშკარად სუსტი გუნდია
bidzina
10:34 04-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული