- არა მხოლოდ "ნეფთჩისთან", არამედ, ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელთან არ მინდოდა შეხვედრა, მაგრამ რაც არის, არის - მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე "ზესტაფონი" ითამაშებს.
ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და საკუთარი ძალა ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლაში უნდა დავამტკიცოთ.
- აზერბაიჯანელები წილისყრის შედეგებით კმაყოფილები არიან...
- ეს მათი ნებაა, თუმცა ჩვენთვის
ჩვენ ის ვიცით, რომ საკმაოდ უხერხული მეტოქე გვყავს, მაგრამ ეს ბარიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ.
- პირველ მატჩს "ზესტაფონი" სტუმრად ჩაატარებს. რამდენად ხელსაყრელია ეს გუნდისთვის, რომელიც თითქმის ყოველთვის "პირველ ნომრად" თამაშს ამჯობინებს?
- როცა საჭირო იქნება, "მეორე ნომრობასაც" არ ვითაკილებთ. ბოლო წლებში ისე ხდებოდა, რომ "ზესტაფონი" ევროთასებზე პირველ შეხვედრას ყოველთვის შინ ატარებდა. ასე მაგალითად, შარშან "დაჩია" საკუთარ მოედანზე 3:0 გავანადგურეთ და ამით შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.
თუმცა, ზოგადად, მიიჩნევა, რომ პირველი მატჩის ჩატარება სტუმრად სჯობს და ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ.
- ალბათ, დღეიდან მეტოქეზე ინფორმაციების შეგროვებას შეუდგებით...
- რა თქმა უნდა. ამ მომენტისთვის კი ის ვიცი, რომ "ნეფთჩი" მდიდარი კლუბია და აქვს იმის საშუალება, რომ შემადგენლობაში მილიონად და ნახევარ მილიონად ღირებული არაერთი ფეხბურთელი ჰყავდეს. თუმცა ფეხბურთში ყველაფერს მხოლოდ ფული არ წყვეტს...
"ნეფთჩის" მატჩების ვიდეოჩანაწერსაც მოვიძიებთ და აზერბაიჯანულ ფეხბურთზე წარმოდგენას იქ ნათამაშები ჩვენი მოთამაშეების მონათხრობიდანაც შევიქმნით.
მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზურაბ მამალაძეს, თემურ ღონღაძესა და თორნიკე აფციაურს უთამაშიათ.
- წილისყრის შედეგებმა "ზესტაფონის" ფეხბურთელებში რა რეაქცია გამოიწვია?
- ისინი ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად არიან და "ნეფთჩისგან" თავიანთი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას შეეცდებიან.
- შანსებს როგორ შეაფასებთ?
- შანსები თანაბარია - 50/50-ზე, თუმცა გვჯერა, რომ ჩვენს წილ შანსს მეტოქეზე უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ.
გიორგი ჭიაბრიშვილი: შანსები თანაბარია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა
ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით
ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს