ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან" მატჩისთვის მზადებას ბაზაზე გააგრძელებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიულ დაბა კაპრუნში 29 ივნისს ბოლო, 45-წუთიანი ორმხრივი მატჩი ჩაატარა, მერე ფეხბურთელები ფიზმომზადების მწვრთნელმა ივო კატუშიჩმა დატვირთა.

"ტორპედოს" პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძის თქმით, ამის შემდეგ ქუთაისელთა დელეგაცია სამშობლოში გადმოფრინდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის განკარგულებით, ტორპედოელები 2 დღე დაისვენებენ და ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ყაზახეთის "აკტობეს" წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის მზადებას ორშაბათიდან საღორიას ბაზაზე გააგრძელებენ.

ქართული საკლუბო ევროპული სეზონი სწორედ ქუთაისში გაიხსნება.

ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, "ტორპედოსა" და "აქტობეს" დაპირისპირება ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 5 ივლისს, 21 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ
ტელეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული