ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
იტალიასთან თამაშში ოცდამეთხუთმეტე წუთზე შევედი... მწვრთნელები გია ნემსაძის თამაშით უკმაყოფილოები იყვნენ და გამოცვალეს. ორივეს ვთხოვე, რომ პირველი ტაიმის დამთავრებამდე დაეცადათ, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

შევედი და საგოლე პასიც კი გავაკეთე, რომელიც გოგა გახოკიძემ გაიტანა. ჩვენ 1:2-ით დავმარცხდით, მაგრამ მაყურებელი კმაყოფილი დარჩა.

თამაშის ბოლოს მიშა ყაველაშვილს შეეძლო ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ მისი დარტყმა ცოტათი აცდა იტალიელების კარს. სტადიონმა ტაშით გამოგვაცილა...

სულ რაღაც ოთხ დღეში უნგრეთში ვთამაშობდით. ნემსაძე გაცოფებული იყო, რადგან ოცდამეთხუთმეტე წუთზე გამოცვალეს. წამოსვლა არც აჩის უნდოდა, რადგან იტალიასთან თამაშის წინა ღამეს "ყიფო" შემოვიდა ჩვენთან ოთახში და აჩის უთხრა, რომ ძირითადში იყო.

არ ვიცი, რატომ მოატყუა, მაგრამ მე მთელი ღამე ვეხვეწებოდი ორივეს, რომ წამოსულიყვნენ, რომ ეს წლის ბოლო თამაში იყო და მერე გაერკვიათ მტყუან-მართალი...

მადლობა ღმერთს დამიჯერეს და წამოვიდნენ, ოღონდ არაფერმა არ გვიშველა, ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა და 4:1-ით დავმარცხდით. ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება ამ თამაშშიც მოვახერხე, ლევან კობიაშვილმა გაიტანა, მაგრამ მთლიანობაში ცუდად ვითამაშე.

მთელი კვირა პოლიციაში გავატარე და ალბათ ამდენმა სტრესმა უარყოფითად იმოქმედა. ამ დამარცხებას დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის გათავისუფლება მოჰყვა... გუნდის თავკაცად ისევ ალექსანდრე ჩივაძე დაინიშნა.

დასვენებამ მართლაც დროულად მომიწია. ყველაფრის დავიწყება შეუძლებელი იყო, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი!.. წარმატებული სეზონი ჩავატარე, კიდევ ერთხელ გავხდი "აიაქსის" ბომბარდირი. ოღონდ, ერთი პრობლემა მქონდა ჰოლანდიის საგადასახადოსთან, რაც ადვილი მოსაგვარებელი არ იყო.

გაირკვა, რომ ჩემი სატელეფონო ლაპარაკები ისმინებოდა, ჩემთან სახლში იყვნენ, გაჩხრიკეს და თუ რამე ფურცელი მქონდა, წაიღეს... მოკლედ, სულში ჩამიძვრნენ...

ამ მდგომარეობაში ამსტერდამში ყოფნას შეიძლება უარყოფითად ემოქმედა ჩემს თამაშზე, ყველაფერზე კარგად დაფიქრება იყო საჭირო.

ახალი სეზონი მაინც "აიაქსში" დავიწყე. ტრადიციულ ოთხთა ტურნირში. ამსტერდამში ევროპის გრანდებმა მოიყარეს თავი: იტალიის "მილანი", ინგლისის "ლივერპული" და "არსენალი"...

"მილანთან" 0:1-ით დავმარცხდით. მე და კალაძემ სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ და "მაიკებიც" გავცვალეთ.

მეორე მატჩის წინ, "ლივერპულთან", კო მოვიდა და მითხრა: ადმინისტრაციიდან ჩემზე დიდი ზეწოლაა და ამ თამაშში ძირითადში ვერ დაგაყენებო.

ყველაფერს მივხვდი, პრობლემა ის იყო, რომ ახალი კონტრაქტის პირობები არ მომწონდა და ხელს არ ვაწერდი. ამით "აიაქსმა" სცადა ერთგვარი ზეწოლა მოეხდინა. ამან, რა თქმა უნდა, ჩემზე იმოქმედა... "ლივერპულთან" ბოლო ათი წუთი ვითამაშე და გადამწყვეტი გოლიც გავიტანე!.. ტურნირი "აიაქსმა" მოიგო.

ამის შემდეგ ბერლინში, იტალიურ "რომას" შევხვდით ბატისტუტას მეთაურობით და მეოთხე წუთზე ულამაზესი გოლი გავიტანე!.. გერმანიის დედაქალაქში ჩემი აგენტი, ივან ბენეშიც ჩამოვიდა. დონ ლეოს კიდევ ერთხელ შევხვდით და ჩვენი პირობები გავაცანით.

ამსტერდამში დაბრუნებულმა კო ადრიანსეს სატელევიზიო ინტერვიუ მოვისმინე, სადაც იგი ყველაფერს გულახდილად ამბობდა: შოთა ძალიან მჭირდებოდა, ხოლო "აიაქსის" ხელმძღვანელობა მაიძულებდა, არ მეთამაშებინაო...

ერთი ამბავი ატყდა, ყველა მე მირეკავდა. ჩემმა მეგობარმა, რობ კოუჰენმა სასამართლოში წასვლა შემომთავზა, მარწმუნებდა, რომ ნახევარ საათში გავიმარჯვებდით, მე კი დაცდა ვამჯობინე.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაში ახლოვდებოდა, გლაზგოს "სელტიკთან". არ მინდოდა, ჩემს პრობლემებს გუნდის მომზადებისთვის ხელი შეეშალა. ერთხელ კიდევ შევხვდი ლეო ბენჰაკერს და გადავწყვიტეთ, ყველაფერი "სელტიკის" მატჩის შემდეგ გაგვერკვია.

კოს გულახდილმა ინტერვიუმ ჩემი პრობლემის გადაჭრას ხელი შეუწყო, რომ არა მისი გულახდილობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. ამისთვის მისი მადლობელი ვარ.

ჩემპიონატის პირველი ტური სახლში ვითამაშეთ, "როდასთან" - 1:1. ტრადიცია არც ამჯერად დამირღვევია, გოლი მე გავიტანე, მაგრამ ეს, "სელტიკის" წინ, ცუდი რეპეტიცია აღმოჩნდა.

გოლი "სელტიკსაც" გავუტანე, ოღონდ დავმარცხდით - 1:3. გლაზგოში "პარკ ჰედზე" - 1:0-ით გავიმარჯვეთ, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა - ლიგაზე თამაშის უფლება "სელტიკმა" მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგაში თამაში ძალიან მინდოდა. პირველი მონაწილეობიდან ცუდი მოგონებები დამრჩა, გოლი ვერ გავიტანე, ჯგუფიდან ვერ გავედით და ძალიან მძიმე ტრავმა მივიღე. რას ვიზამდი, რეალობას უნდა შევგუებოდი და ვარჯიში გამეგრძელებინა.

შემდეგი თამაში როტერდამში გვქონდა - "ფეიენოორდთან". ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მატჩი, 14 ნომრიანი მაისურით, "აიაქსში" ჩემთვის ბოლო აღმოჩნდებოდა.

"ფეიენოორდი" დავამარცხეთ, ანგარიშით - 2:1. გოლები ვან დერ ვაარტმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანეს. სახლში ძალიან გახარებული დავბრუნდი.

და სწორედ ამ დროს გაისმა სატელეფონო ზარი.

- გამარჯობა, შოთა, შენი ყოფილი მწვრთნელი, იან ვოუტერსი (რომელიც დიკ ადვოკაატის თანაშემწე გახლდათ გლაზგო "რეინჯერსში") გაწუხებს...

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული