"ზესტაფონის" პირველი გამარჯვება ავსტრიაში

AutoSharing Option
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" მეორე საკონტროლო მატჩი დაბა ფიბერბრუნში პლოვდივის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

საქართველოს ჩემპიონმა საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.

კვლავ გამოავლინა გოლეადორული თვისებები ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა დვალმა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

შოთა ბაბუნაშვილის გოლმა "ზესტაფონი" გამარჯვებას კიდევ უფრო მიუახლოვა, თუმცა ბულგარელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლეს - ფეროელთა მეკარემ, ზურაბ მამალაძემ თერთმეტმეტრიანი მოიგერია, მაგრამ ბულგარელებმა დამატებაზე მაინც გაიტანეს.

მატჩი თავსხმა წვიმის თანხლებით გაიმართა, თუმცა მოედნის საფარი საკმაოდ ხარისხიანი იყო და
გუნდებს ხელი, ფაქტობრივად, არაფერში შეშლიათ.

ბუნებრივია, საკონტროლო მატჩებში შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ განწყობის თვალსაზრისით, ეს გამარჯვება მაინც სასიამოვნოა. იმედია, "ზესტაფონის" ფეხბურთელებს ტრავმები არ შეაწუხებთ და ჩემპიონთა ლიგის სტარტს ჩვენი ჩემპიონი ოპტიმალური კონდიციებით შეხვდება.

ჯერჯერობით "ზესტაფონის" ახალწვეულებზე ახალი არაფერი ისმის და ვნახოთ, დაიმატებს თუ არა იმერული კლუბი ახალ ფეხბურთელებს.

მომდევნო სპარინგ-მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 7 ივლისს გამართავს და მეტოქე გაცილებით უფრო სახელიანი ეყოლება - ბუქარესტის "სტიაუა".

ზესტაფონი-ლოკომოტივი 3:2
ზესტაფონი: კვასხვაძე (66. მამალაძე), ღონღაძე (61. ბენაშვილი), საჯაია, თედო გრიგალაშვილი (46. კობახიძე), თორნიკე გრიგალაშვილი (46. ელიავა), გორგიაშვილი (55. შარიქაძე), მენთეშაშვილი (61. ბაბუნაშვილი), აფციაური (46. სარდალიშვილი), სამუშია (46. გუგუჩია), ოვონიკოკო (73. გაგოშიძე), დვალი (62. მუჯირი).

გოლები: 1:0 დვალი (10), 1:1 ლაზაროვი (13), 2:1 დვალი (54), 3:1 ბაბუნაშვილი (76), 3:2 იორდანოვი (80)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სესტაფონის მეიმედება
grisha
12:52 03-07-2012
0

სიახლეები პოპულარული