თბილისის "დინამოს" განცხადება სოსო გრიშიკაშვილთან დაკავშირებით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც სოსო გრიშიკაშვილის მხრიდან "დინამოს" მიმართ არსებული პრეტენზიის შესახებ ინფორმაციას ეხება.

ფეხბურთელთან ინტერვიუ გაზეთ "ლელოში" 9 ივლისს გამოქვეყნდა.

თბილისის "დინამოს" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"9 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია ფეხბურთელ სოსო გრიშიკაშვილის მხრიდან "დინამოს" მიმართ არსებული პრეტენზიების შესახებ.

იმისთვის, რომ საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები და გულშემატკივრები არ იყვნენ შეცდომაში შეყვანილნი, გაცნობებთ კლუბის პოზიციას, რომელიც ეფუძნება ფეხბურთელთან დაკავშირებით არსებულ დოკუმენტაციას.

სოსო გრიშიკაშვილი ირიცხებოდა საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" შემადგენლობაში 2011 წლის 01 ივნისის შრომითი კონტრაქტის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადაც
განისაზღვრებოდა 1 წლით, 2012 წლის 01 ივნისამდე.

კონტრაქტის დასრულების მომენტისთვის საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" მიერ ფეხბურთელისთვის ანაზღაურებულია იმაზე მეტი, ვიდრე ეს საკონტრაქტო ვალდებულებიდან გამომდინარეობდა. ბუნებრივია, კლუბს გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მზადაა, წარადგინოს ნებისმიერ ინსტანციაში.

აქვე გაცნობებთ კლუბის პოზიციას სოსო გრიშიკაშვილის მხრიდან ოპერაციის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით:

სოსო გრიშიკაშვილის ოპერაცია, რომელიც მან ჩაიტარა საზღვარგარეთ, არ ყოფილა შეთანხმებული კლუბის ხელმძღვანელობასთან და არც კლუბის ექიმის მხრიდან გაკეთებულა ოფიციალური მომართვა აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად, კლუბს ოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაუცია.

სოსო გრიშიკაშვილსა და საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისს" შორის 2011 წლის 01 ივნისის შრომითი კონტრაქტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფეხბურთელი: "...ვალდებულია მკურნალობა გაიაროს კლუბის ექიმთან და ამ უკანასკნელის მიერ შერჩეულ სპეციალისტთან დამსაქმებლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ მოთამაშე თავისი შეხედულებისამებრ მოინდომებს მკურნალობას, დამსაქმებელი თავისუფლდება ხარჯებისაგან..."

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ფეხბურთელ სოსო გრიშიკაშვილის პრეტენზიები საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" მიმართ უსაფუძვლო და მიუღებელია".


ასევე იხილეთ:
სკანდალი: თბილისის "დინამომ" სოსო გრიშიკაშვილი განგრენისთვის გაიმეტა
მკითხველის კომენტარები / 8 /
***** თქვენს განცხადებას და კაცობას, თუ ხართ მანდ ვინმე მასეთი. და ფიგიას რა უნდა დიანმოში და საერთოდ ფეხბურთში? გულისამრევია...
Leo Rey
20:22 09-07-2012
0
კლუბის ექიმი ვინაა? კაცს ამხელა ტრამვ ქონია და ვერ გაიგო?
123212
20:30 09-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული