სლოვანის "ლიბერეცი" ძლიერი მეტოქე რომ იქნებოდა, ცხადი იყო. ფეროელებმაც, ალბათ, სწორი მიმართულება აირჩიეს, ევროსარბიელის წინ ასეთ მოწინააღმდეგეს რომ ეთამაშნენ.
"ზესტაფონის" ვებგვერდის ცნობით, პირველი ტაიმი საქართველოს ორგზის ჩემპიონის უპირატესობით წარიმართა, გოლის გატანის შანსი ოვონიკოკოს, ჯაბა დვალსა და ლევან შარიქაძეს ჰქონდათ. "ლიბერეცი" კი კონტრშეტევებით ემუქრებოდა "ზესტაფონს" და ფეროელთა მეკარე როინ კვასხვაძეს რამდენჯერმე მოუხდა თავის გამოჩენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე აფციაურმა, დვალმა და ოვონიკოკომ გაანიავეს საგოლე
"ზესტაფონმა" ამ შემადგენლობით ითამაშა: კვასხვაძე, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 72), კობახიძე (თედო გრიგალაშვილი , 80), საჯაია (კაჭკაჭიშვილი, 80), ელიავა, მენთეშაშვილი (სარდალიშვილი, 65), გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 72), აფციაური (მუჯირი, 65), შარიქაძე (რაჟამაშვილი, 80), ოვონიკოკო, დვალი.
ფერიმ ავსტრია ჩეხურად დაასრულა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი" 21 წლის ცენტრალური მცველით გაძლიერდა
"ზესტაფონი" რუმინულ გრანდთან უგოლო ფრეს დასჯერდა
შოთა არველაძე აზერბაიჯანელებს: "ნეფთჩის" "ზესტაფონთან" იოლი დღე არ ელის
"ზესტაფონის" პირველი გამარჯვება ავსტრიაში
ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ
ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
რა გჭირთ? :))
ცოტა მეტი პროფესიონალიზმი მოგეთხოვებათ.