აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
...ერთი შეხედვით, ქუთაისელებს ხელს არაფერი უშლიდათ - კარგ პირობებში ემზადებიან, კარგი მწვრთნელი ჰყავთ, შემადგენლობასაც არა უშავს, მაგრამ ეს არასაკმარისი გამოდგა.

რეალურად, გამოჩნდა, რომ ქუთაისელებს მაღალი კლასის მოთამაშე არ ჰყავთ, რომელსაც თანაგუნდელების აყოლიება შეუძლია.

საპასუხო მატჩში "ტორპედომ" ხეირიანად ვერც იბრძოლა და მხოლოდ სწორი ტაქტიკური სქემა უფრო ძლიერი შემადგენლობის "აქტობესთან" დასაპირისპირებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ყაზახი ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა ჩვენი მეკარის, ომარ მიგინეიშვილის მშვენიერი თამაში, გაცილებით დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ.

ძალიან კი გვინდოდა ჩვენების გამარჯვება, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს
ითქვას - ორივე შეხვედრის ცქერის შემდეგ ცალსახად სათქმელია, რომ "აქტობემ" ჩვენს წარმომადგენელს აჯობა.

მასპინძლები ბურთს აკონტროლებდნენ, ქუთაისელებმა კი ხეირინად კარში ვერც დაარტყეს და უცდიდნენ, როდის დაუშვებდა მეტოქე შეცდომას.

ეს ნაღდად არ ჰგავდა გია გეგუჩაძის გუნდს.

Sportall.Geყაზახები კი ხშირად არტყამდნენ კარში თუ კარის მიმართულებით. რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ ბადლოს, ხაირულინს, კაპაძეს. ტაიმის მიწურულს კი ერთდროულად სამჯერ გადავრჩით.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა: პირველი მომენტი ბიკმაევმა შექმნა, შემდეგ კენჟისარიევმა, ბაიერმა.

მასპინძლებს მონდომება ბოლოს დაუფასდათ, როდესაც უზბეკმა მარატ ბიკმაევმა ძლიერად და ზუსტად დაარტყა.

ქუთაისელთა მცდელობა უკბილო და უშედეგო იყო და გულიც უზომოდ დაგვწყდა, რადგან ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერის ყაზახებთან წაგება კიდევ ერთხელ გვახსენებს - ჩვენ ჯერ კიდევ ჭაობში ვართ.

იმის თქმა, რომ "აქტობე" ძლიერი გუნდია, ვითარებას ვერ გამოასწორებს - ყაზახები ევროპული ფეხბურთის ფსკერზე არიან და მათ სიძლიერეზე ლაპარაკი სასაცილოა.

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
12.07. აქტობე. ცენტრალური. 9000 მაყურებელი.
აქტობე-ტორპედო 1:0 იხილეთ ვიდეო
(პირველი მატჩი 1:1
იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 ბიკმაევი (75)

აქტობე ტორპედო
4-5-1 4-2-3-1

სიდელნიკოვი-მიგინეიშვილი
ბადლო-რიგვავა
სმაკოვი-გამეზარდაშვილი
პრიმუსი-კვახაძე
კენჟისარიევი-გ. გურული
ლოგვინენკო-დიღმელაშვილი
კოვალჩუკი-გ. დათუნაიშვილი
ბაიერი-დოლიძე
კაპაძე-ბოლქვაძე
ბაიერი-საბანაძე
ბიკმაევი-გოცირიძე

მწვრთნელები:
ვ. მუხანოვი-გ. გეგუჩაძე

ტორპედო
57. დიღმელაშვილი - ფირცხალავა
60. დოლიძე -ე. გრიგალაშვილი
81. გოცირიძე - ტუღუში

სათადარიგოები:
ქვილითაია, გიგაური, ზ. ჭელიძე, იოსელიანი

აქტობე
87. ბიკმაევი - ლისენკოვი
89. ხაირულინი - კლიმიავიჩუსი
90+2. ბაიერი - ზემლიანუხინი

სათადარიგოები:
ნარზიკულოვი, დარაბაიევი, გეინრიხი, კუატი

გაფრთხილება: გურული (78)

არბიტრი: ა. ლიშმანსკი (პოლონეთი)

ისევ აქტობე, ისევ წაგება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესეც დღევანდელი ჩვენი ტორპედო, სად ყრინ ფულებს თავადაც არ იციან გუნდში ორი სამი კაცის მეტი ქართული ფეხბურთის საჯართეზეა გადასაყრელი სელექციის უნარიანი გეგუჩაძე უფრო ერთობა ვიდრე რამეს აკეთებს ამ გუნდში. თუ სამომავლოდ წინ იყურები ადამიანო ახალგაზრდებს მაინც მიეცი შანსი ამაგათგან არაფერი გამოვა ჩვენზე კარგად იცი და ნუ გვაწყვიტავთ ნერვებს. რო არა მიგინეშვილი გუშინ ტუეტეზე ურესი დაგვემართებოდა.
torpedo
11:55 13-07-2012
0
სირცხვილია.სოფლის გუნდია ვერც ერთი ფეხბურთელი 2 მ ში სშორ პას ვერ აკეთებს
zaza
12:39 13-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული