ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
აზერბაიჯანელთა ქედმაღლური განცხადებები თითქოს ფონად გაჰყვა 17 ივლისს გამართულ მატჩს - "ზესტაფონი" პირველი გოლის გაშვების შემდეგ მოირღვა და ვეღარ გაიმართა.

საცოდაობა იყო ფეროელთა დაცვა. გიორგი ჭიაბრიშვილს არავისგან ესწავლება, რომ გუნდის შენება სწორედ მეკარიდან და დაცვიდან იწყება.

"ზესტაფონის" დაცვის ცენტრი კი ისეთი გამოდგა, მოყვარულთა გუნდებს რომ ჰყავთ. ასეთი ბითური დაცვის ხაზი ევროსარბიელზე თავმოყვარე გუნდს არ ეკადრება.

თამაშს მხოლოდ ერთი რგოლი არ აგებს. პირველ გაშვებულ გოლამდე "ზესტაფონი" თითქოს ტოლს არ უდებდა მეტოქეს, საკუთარ თამაშს თამაშობდა, ოღონდაც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში იმაზე მეტია საჭირო.
Sportall.Ge
რასაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში აკეთებ - "ზესტაფონისგან" ასეთი ვერაფერი ვერ ვნახეთ.

ფეხბურთში გამართლებაც ბევრს ნიშნავს. თორნიკე აფციაურის კუთხურის შემდეგ ჯაბა დვალსა და ოვონიკოკოს ჰქონდათ საგოლე შანსი, მაგრამ ბურთი "ნეფთჩის" კარში არ შევიდა.

ამის შემდეგ თვითონ აფციაურს შეეძლო გოლის გამოდნობა - დარტყმა აზერბაიჯანელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა.

მეზობელი ქვეყნის ჩემპიონმა ორი გოლი მიჯრით შეაგდო, ნაცარტუტად აქცია "ზესტაფონის" დაცვა.
Sportall.Ge
შანსი კიდევ იყო, ზურაბ მენთეშაშვილის დაქუხებული "ნეფთჩის" კარის ხარიხამ აისხლიტა.

დვალი კაცურად იბრძოდა, კლასიც ეტყობოდა და თავდადებაც, თუმცა მისი გარჯა ფუჭი გამოდგა, რადგან "ზესტაფონი", როგორც გუნდი, თანდათან მოიშალა.

ისიც გამოჩნდა, რომ "ნეფთჩი" უნაკლო გუნდი არ იყო. ფეროელებს ერთი გოლი მაინც რომ გაეტანათ სტუმრად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არარეალური აღარ იქნებოდა.

"ზესტაფონს" შინ თამაში კი ემარჯვება, მაგრამ მოწინააღმდეგეს ისეთი ფორა შეუქმნა, რომ საოცრების მოხდენა მოუწევს, ოღონდაც რა რესურსით?

საქართველSportall.Geოს ჩემპიონმა მეორე ტაიმშიც გაიბრძოლა. ორჯერ აქტიურად ჩაერთო შეტევაში თემურ ღონღაძე, მაგრამ არა - 17 ივლისს "ზესტაფონის" დღე არ იყო.

ურიგოდ როდი შემოვიდა შეცვლაზე ლუკა გუგუჩია, თუმცა ევროსარბიელზე თამაშის შემობრუნებას სულ სხვა გამოცდილება სჭირდება.

გამოცდილმა დავით მუჯირმა მნიშვნელოვნად ვერ გააძლიერა "ზესტაფონის" შეტევა - ერთი საჯარიმო კარს ოდნავ ააცილა, მეორე ჯერზე ფლანგიდან მწვავედ ჩააწოდა...

უფრო მეტი იყო საჭირო, სტუმრად გატანილი Sportall.Geგოლი, თუნდაც 0:3-ზე, იმ ნაპერწკალს წარმოქმნიდა, აალება რომ შეუძლია.

შეხვედრის მიწურულს ლევან შარიქაძემ დარტყმა "ნეფთჩის" მეკარეს შეაწყვიტა.

ასე იყო საქმე ბაქოში. საქართველოს ჩემპიონი უსუსური აღმოჩნდა.

წინ საპასუხო მატჩია და თუ ზესტაფონში სტადიონი გაივსება, იქნებ სასწაულიც მოხდეს - "დალღა-არენაზე" გამართულმა შეხვედრამ სხვა მოლოდინი, მგონი, ვერ გააჩინა.

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
17.07. ბაქო. დალღა-არენა. 4 500 მაყურებელი
ნეფთჩი-ზესტაფონი 0:3 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 იმამვერდიევი (22), 2:0 ვობაი, 3:0 კანალესი (63)

ნეფთჩი ზესტაფონი

მეხდიევი კვასხვაძე
მელიკოვი ღონღაძე
მიტრესკი კობახიძე
იუნიზადე საჯაია
ბერტუჩი ელიავა
სადიგოვი გორგიაშვილი
რამოსი მენთეშაშვილი
იმამვერდიევი აფციაური
ფლავინიო შარიქაძე
ვობაი ოვონიკოკო
კანალესი დვალი

მწვრთნელები:
თ. ახმედოვი გ. ჭიაბრიშვილი

ნეფთჩი
62. ფლავინიო - აბდულაევი
70. იუნიზადე - იუნისოღლუ
77. იმამვერდიევი - სეიდოვი
სათადარიგოები: სტამენკოვიჩი, გულიევი, აბდულაევი, მეხდიევი

ზესტაფონი
59. ოვონიკოკო - მუჯირი
66.აფციაური - გუგუჩია
77. ელიავა - თორნიკე გრიგალაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, თედო გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი, სარდალიშვილი

გაფრთხილება: მიტრესკი (31), აფციაური (40), იუნიზადე (53), გორგიაშვილი (64), ვობაი (90)

არბიტრი: მ. ავრამი (რუმინეთი)

ნეფთჩი იახში, ფერო სახლში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭიაბრიშვილისა და თარლან ახმედოვის მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა
მკითხველის კომენტარები / 19 /
SIRCXVILIA!!Eg ari nahdi qartuli fexburti.... Daicadet kide cotaxani da shemdegi sircxvili ukve erovnuli iqneba, rogorc qoveltvis.... Ar vici sad vardeba qartuli fexburti ,azerbajzaneebtan rom 0-3 vagebt. Chexetshi vcxovrob da magra mecqina aseti bandzi gundis tamashi.26.7 , Plzenshi pivdivar Metalurgis sanaxvad da imedio rom ukve Tbilisshi ar gadacqdeba qvelaferi da 0-5 ar caagebs.... Da bolos chexurat . Zestafoni parta buzerantu !!!!! Da kide rusulat - Zestafoni, ti kto takoi ? Davaj do svidanija!!
elik
10:03 18-07-2012
0
სირცხვილი!ამაზე ქვევით სადღა უნდა დავეშვათ?საქართველოს ჩემპიონი აზერების ჩემპიონთან აგებს უშანსოდ!საქართველოში ფეხბურთი მოკვდა და არ მესმის რატო ახარჯავს ხელისუფლება სპორტის ამ სახეობას მილიონებს როცა შედეგი ნულია?ჩემი აზრით აჯობებს ეს ფული მოვახმაროთ საქართველოში რაგბის განვითარებას (განსაკუთრებით ბავშვთა რაგბის)!რაგბისტები გაცილებით მეტად იმსახურებენ ამას ვიდრე ჩვენი ვაიფეხბურთელები!
NIKA
10:06 18-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული