"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული კლუბი "ნეფთჩის" პრეზიდენტმა სადიჰ სადიჰოვმა საკუთარი გუნდის "ზესტაფონთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მიხარია ჩვენი გუნდის წარმატება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეთ ანგარიშს არ ველოდი. ცალკე ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ, ყველამ კარგად ითამაშა.

გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ბეიუქაღა გაჯიევს ვუძღვნით და მის დაბრუნებას ველოდებით. ამ გამარჯვებაში მისი წვლილი უდიდესია.

ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ "ნეფთჩმა" ეტაპი გაიარა. წინ საპასუხო მატჩია. ახლა უკვე საქართველოშიც უნდა გავიმარჯვოთ. ეს ჩვენი მიზანია", - თქვა სადიჰოვმა.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით

ასევე
იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხომ ხედავთ გასვლაზეც მოუნდა მოგება.იტყვის აბა რას იზამს, ზესტაფონის ტამაშიდან გამომდინარე. მარტალია და შეეცილე თუ გინდა სიტყვაში
svireli
11:24 18-07-2012
0
ალბათ ძალიან ოპტიმისტი ვარ რატომგაც მგონია რომ ზესტაფონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ძალიან ადვილათ გავა ზესტაფონი, ნეფთჩის გასვლაზე დზალიან უყვარს 0-5, 0-8 ების წაგება და მეც ამის იმედი მაქვს
kaxa2105
11:33 18-07-2012
0

სიახლეები პოპულარული