- რას იტყოდით გამარჯვების შესახებ?
- რთული თამაში გამოვიდა. დიდი ძალები დავხარჯეთ, რათა ამ გამარჯვებისთვის მიგვეღწია. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ახლა აუცილებელია, მთელი ყურადღება საპასუხო დაპირისპირებაზე გადავიტანოთ.
- მსგავს შედეგს ელოდით?
- ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ასეთ შედეგს ველოდი, მაგრამ ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ძალიან მიხარია, რომ "ზესტაფონის" დიდი ანგარიშით დამარცხება შევძელით. რა თქმა უნდა, 3:0 საკმაოდ დიდ უპირატესობას გვანიჭებს, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- მეტოქემ ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ელოდით?
- ვფიქრობ, რომ კი. საერთოდ, მათ არცთუ ცუდად ითამაშეს, მაგრამ ამ საღამოს საკუთარი მომენტების მეტოქეზე უკეთ რეალიზება მოვახერხეთ.
- მიუხედავად "მშრალი" ანგარიშით გამარჯვებისა, დაცვით თამაშში ორივე გუნდი მოიკოჭლებდა...
- მე ასე არ ვიტყოდი. დიახ, მეტოქის მცველები შეცდომებს უშვებდნენ და ეს შეცდომები წარმატებით გამოვიყენეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ დაცვაში ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა.
- 3:0 საკმაოდ ხელსაყრელი ანგარიშია. ხომ არ მოადუნებს ეს ანგარიში "ნეფთჩის" საპასუხო შეხვედრის წინ, რომელიც ზესტაფონში 24 ივლისს გაიმართება?
- არა, არავითარ შემთხვევაში. კარგად გვესმის, რომ ეს დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. ჩვენ მხოლოდ ერთში გავიმარჯვეთ, მეორე წინაა. თუმცა მეტოქის დამარცხების იმედი მეორე შეხვედრაშიც გვაქვს.
- მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა თარლან ახმედოვმა განაცხადა, რომ "ნეფთჩის" დაპირისპირების ბედის გადაწყვეტა პირველივე შეხვედრაში სურდა. მიგაჩნიათ, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია?
- ვფიქრობ, 50 პროცენტით ასეა. ისღა დაგვრჩა, ამას კიდევ 50 პროცენტი დავუმატოთ.
ასევე იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
ბაქოს "ნეფთჩის" ნახევარმცველი: მომდევნო ეტაპზე საუბარი ჯერ ნაადრევია