ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩშიც გვაქვს

AutoSharing Option
ბაქოს "ნეფთჩის" ნახევარმცველმა ჯავიდ იმამვერდიევმა "ზესტაფონთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში გამარჯვების შესახებ ვებ-გვერდ azerisport.com-თან ისაუბრა.

- რას იტყოდით გამარჯვების შესახებ?
- რთული თამაში გამოვიდა. დიდი ძალები დავხარჯეთ, რათა ამ გამარჯვებისთვის მიგვეღწია. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ახლა აუცილებელია, მთელი ყურადღება საპასუხო დაპირისპირებაზე გადავიტანოთ.

- მსგავს შედეგს ელოდით?
- ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ასეთ შედეგს ველოდი, მაგრამ ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ძალიან მიხარია, რომ "ზესტაფონის" დიდი ანგარიშით დამარცხება შევძელით. რა თქმა უნდა, 3:0 საკმაოდ დიდ უპირატესობას გვანიჭებს, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შემდეგ ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ.

- მეტოქემ ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ელოდით?
- ვფიქრობ, რომ კი. საერთოდ, მათ არცთუ ცუდად ითამაშეს, მაგრამ ამ საღამოს საკუთარი მომენტების მეტოქეზე უკეთ რეალიზება მოვახერხეთ.

- მიუხედავად "მშრალი" ანგარიშით გამარჯვებისა, დაცვით თამაშში ორივე გუნდი მოიკოჭლებდა...
- მე ასე არ ვიტყოდი. დიახ, მეტოქის მცველები შეცდომებს უშვებდნენ და ეს შეცდომები წარმატებით გამოვიყენეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ დაცვაში ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა.

- 3:0 საკმაოდ ხელსაყრელი ანგარიშია. ხომ არ მოადუნებს ეს ანგარიში "ნეფთჩის" საპასუხო შეხვედრის წინ, რომელიც ზესტაფონში 24 ივლისს გაიმართება?
- არა, არავითარ შემთხვევაში. კარგად გვესმის, რომ ეს დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. ჩვენ მხოლოდ ერთში გავიმარჯვეთ, მეორე წინაა. თუმცა მეტოქის დამარცხების იმედი მეორე შეხვედრაშიც გვაქვს.

- მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა თარლან ახმედოვმა განაცხადა, რომ "ნეფთჩის" დაპირისპირების ბედის გადაწყვეტა პირველივე შეხვედრაში სურდა. მიგაჩნიათ, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია?
- ვფიქრობ, 50 პროცენტით ასეა. ისღა დაგვრჩა, ამას კიდევ 50 პროცენტი დავუმატოთ.

ასევე იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
ბაქოს "ნეფთჩის" ნახევარმცველი: მომდევნო ეტაპზე საუბარი ჯერ ნაადრევია
მკითხველის კომენტარები / 3 /
სირცხვილია უბრალოდ. რააა, რას გავდა გუშინდელი თამაში :(
0
დედას სჰევეცი ვისაც ეკუტვნის
paata
19:37 18-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული