ილია კოკაიას ბოდიში და დაპირება: ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს დავძლევთ!

AutoSharing Option
ბაქოს "ნეფთჩისთან" დაპირისპირებას "ზესტაფონისა" და მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგები დიდი იმედებით ელოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი ვერაფრით გამოიჩინა - ბაქოში 0:3 განადგურდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსიღა შერჩა.

განსაკუთრებით გაწბილებულები ის გულშემატკივრები დარჩნენ, რომლებიც აზერბაიჯანის დედაქალაქში ავტობუსით გაემგზავრნენ და მარცხით გამოწვეულ სიმწარესთან ერთად, დამღლელი მგზავრობით გამოწვეული შეგრძნებებიც იგემეს.

"ზესტაფონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა კლუბის პრეზიდენტის, ილია კოკაიას გულშემატკივრებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

"საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" და პირადად კლუბის პრეზიდენტს გვინდა, ბოდიში მოვუხადოთ როგორც
იმ გულშემატკივრებს, ვინც მრავალსაათიანი დამღლელი მოგზაურობის შემდეგ ბაქოში ჩავიდნენ და "ზესტაფონს" დაუჭირეს მხარი, ასევე გუნდის უსუსური ასპარეზობით გულნატკენ ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინდელი შეხვედრის პირდაპირ სატელევიზიო რეპორტაჟს ადევნა თვალყური.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი გპირდებით, რომ გუნდი დაძლევს ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს და უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საგზურს მოიპოვებს"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
თორნიკე აფციაური: ასეთი რამის შემდეგ გონს მოსვლა ძნელია
ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩიც გვაქვს
"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩირის ფასი აქვს დაპირებას საქართველოში. პირველკაციდან დაცკებული. ეს ტაკიმასხარაც აბუჩად გვიგდებს,გავალთო...
beso
12:42 19-07-2012
0
ბატონო ილია უაზრო დაპირებები ჩვენი ხელისუფლებისგან ისწავლეთ? მაინც კარგია გეგუჩაძესავით გულშემატკივრებს რომ არ დაბრალეთ.
Tazo
12:52 19-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული