ჩეხები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და "მეტალურგს" აგრძნობინეს, თუ ვისთან ჰქონდა საქმე. "პლზენმა" რუსთაველებს ბურთი დაუმალა, განივად თუ გრძივად ისე აგორებდა ბურთს, რომ მასპინძლებს გვარიანი ჯაფა დაადგათ უბურთოდ სირბილში. აქტიურად ირჯებოდნენ ჩეხთა ფლანგელები - ფრანჩიშეკ რაიტორალი და ედგარ მალაქიანი.
პლზენელთაგან პირველი საგოლე შანსი კი მიხალ დურისმა გაანიავა.
"მეტალურგმა" თამაში ოდნავ გამოაკეთა და სტუმრებს აჩვენა, რომ რაღაც ქართულ გუნდსაც შეუძლია. რევაზ
"პლზენის" იერიშებმა ნაყოფი გამოიღო, რიკოშეტის შედეგად ბურთი "მეტალურგის" კარში აღმოჩნდა.
რუსთაველთა დაცვამ ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, შუა ხაზიც უსუსური ჩანდა ჩეხთა წინაშე.
"მეტალურგი" მაინც არ გატყდა, ისევ შლეგად ირჯებოდა, დასამახსოვრებელი იყო გიორგი მიქაბერიძის სოლო რეიდი და კარის გასწვრივ ჩაწოდება - დიმიტრი ტატანაშვილმა მცველს დასწრებაზე ვერ აჯობა.
გამოცდილება ფეხბურთშიც დიდი ხეირია. ტატანაშვილს არაერთი სეზონი უთამაშის ჩეხეთში და ყოფილ გუნდს სწორედ ამის ხარჯზე გაუტანა გოლი - ბურთი მცველს აართვა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და უნაკლოდაც დაარტყა.
"პლზენი" გაშვებულმა გოლმა გაახელა, ჩეხური მანქანაც უფრი მძლავრად ამოქმედდა. ერთი ერთზე ჩეხები ჯაბნიდნენ რუსთაველებს, სწორი თამაში, სისწრაფე, ორთაბრძოლა - "პლზენი" ყველა პარამეტრით აღემატებოდა "მეტალურგს". და შედეგიც - ჩეხთა გუნდი კვლავ დაწინაურდა.
თამაშის საკუთარ თავზე აღება ირაკლი მაისურაძემაც სცადა, ჯერ შორიდან დაარტყა არაზუსტად, მერე ჯარიმა მოიპოვა, გეწაძემ საჯარიმო დარტყმა ოდნავ ააცილა კარს.
მეორე ტაიმი "მეტალურგმა" აქტიურად დაიწყო, თითქოს მუხტმა მოიმატაო, მაგრამ აქედან ვერაფერი გამოდნა. "პლზენმა" მალევე დაიბრუნა დომინანტის პოზიცია და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. რუსთაველთა მუხტიც გაქრა.
დიდებულად ირჯებოდა "პლზენის" 37 წლის კაპიტანი პაველ ხორვატი, რომელმაც ოსტატური გოლი გაუტანა რუსთაველებს - მეტოქე "პოდ სებიათი" ჩამოიცილა და მეორე ფეხით საშუალო დისტანციიდან აუღებელი დაურტყა გრიგოლ ბედიაშვილს.
ამით ყველაფერს წერტილი დასევა, "პლზენი" მოედანზე უკვე "კვადრატს" თამაშობდა, იყო სამწუთიანი მონაკვეთი, როცა "მეტალურგი" თითქოს აბობოქრდა, მაგრამ ანგარიშის შესაცვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
19.07. თბილისი. მ. მესხი. 3 000 მაყურებელი
მეტალურგი-პლზენი 1:3 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)
გოლები: 0:1 ხორვატი (14), 1:1 ტატანაშვილი (29), 1:2 კოლარი (32), 1:3 ხორვატი (59)
მეტალურგი პლზენი
4-2-3-1 4-2-3-1
ბედიაშვილი ბოლეკი
ჯაფარიძე დურიში
მახვილაძე რაიტორალი
გავაშელიშვილი პროჰაზკა
სუხიაშვილი სევინსკი
რაზმაძე ფილო
მაისურაძე დარიდა
ქავთარაძე ლიმბერსკი
მიქაბერიძე კოლარი
გეწაძე ხორვატი
ტატანაშვილი მალაქიანი
მწვრთნელები:
კ. ჟორჟიკაშვილი პ. ვრბა
მეტალურგი
46. ქავთარაძე - დობროვოლსკი
67. მიქაბერიძე - ჯანელიძე
67. ტატანაშვილი - სიხარულიძე
სათადარიგოები: თებიძე, კაკუშაძე, ლობჟანიძე, ინწკირველი
პლზენი
65. მალაქიანი - ზემანი
85. ფილო - სტიპეკი
88. კოლარი - ჰანუშეკი
სათადარიგოები: კოზაჩიკი, ჰეიდა, რეზნიკი, ჰორა
გაფრთხილება: სუხიაშვილი (22), ფილო (52), დარიდა (62), რაზმაძე (90)
არბიტრი: ე. ალეკოვიჩი (ბოსნია)
განსაკუთრებული არაფერი, ძლიერმა სუსტს აჯობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობა ჟორჟიკაშვილი: ასეთ გუნდებთან თამაში ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ვართ