აი, რას წერს აზერბაიჯანული საიტი:
"ზესტაფონის" წარმომადგენლები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ჩვენების უფლებას მხოლოდ ამ თანხად გაყიდიან.
ამ გადაწყვეტილებამ ქართული და აზერბაიჯანული არხების უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც მაშინვე ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიმართეს, სადაც აღნიშნული ოდენობის თანხის მოთხოვნა გაიკვირვეს და განაცხადეს, რომ ჩვეულებრივ, კლუბები ამხელა თანხას ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების ტრანსლაციებისას ითხოვენ.
თუმცა, ევროპის მაუწყებელთა კავშირს
azerisport.com-ის ინფორმაციით, ბაქოში გამართული პირველი მატჩის ტრანსლაციის უფლების სანაცვლოდ ტელეარხებმა 4-5-ჯერ უფრო მცირე თანხა გადაიხადეს, ვიდრე "ზესტაფონი" ითხოვს.
"როგორც ჩანს, საქართველოში უკვე შეეგუენ იმას, რომ ევროსეზონისგან მეტი თანხის გამომუშავებას ვერ შეძლებენ (პირველი მატჩი "ნეფთჩის" დიდი ანგარიშით გამარჯვებით - 3:0 დასრულდა) და გადაწყვიტეს, კარი ასეთი უცნაური საშუალებით გაიჯახუნონ", - წერს ხსენებული ინტერნეტსაიტი.
შეგახსენებთ, "ზესტაფონისა" და "ნეფთჩის" საპასუხო შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში
ილია კოკაიას ბოდიში და დაპირება: ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს დავძლევთ!
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
თორნიკე აფციაური: ასეთი რამის შემდეგ გონს მოსვლა ძნელია
ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩშიც გვაქვს
"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა