"ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩისთან" მატჩის ტრანსლაციაში 100 000 ევროს ითხოვს?!

AutoSharing Option
აზერბაიჯანული ვებ-გვერდის, azerisport.com-ის ინფორმაციით, "ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩისთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის ტრანსლაციის მსურველი ტელეკომპანიებისგან 100 ათას ევროს ითხოვს.

აი, რას წერს აზერბაიჯანული საიტი:

"ზესტაფონის" წარმომადგენლები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ჩვენების უფლებას მხოლოდ ამ თანხად გაყიდიან.


ამ გადაწყვეტილებამ ქართული და აზერბაიჯანული არხების უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც მაშინვე ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიმართეს, სადაც აღნიშნული ოდენობის თანხის მოთხოვნა გაიკვირვეს და განაცხადეს, რომ ჩვეულებრივ, კლუბები ამხელა თანხას ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების ტრანსლაციებისას ითხოვენ.

თუმცა, ევროპის მაუწყებელთა კავშირს
"ზესტაფონის" მოთხოვნ
ის შეწინააღმდეგების არანაირი უფლება არ გააჩნია. ასეთი უფლება არც უეფას აქვს. ამიტომ საქმე მხოლოდ რეკომენდაციებით შეიძლება შემოიფარგლოს".

azerisport.com-ის ინფორმაციით, ბაქოში გამართული პირველი მატჩის ტრანსლაციის უფლების სანაცვლოდ ტელეარხებმა 4-5-ჯერ უფრო მცირე თანხა გადაიხადეს, ვიდრე "ზესტაფონი" ითხოვს.

"როგორც ჩანს, საქართველოში უკვე შეეგუენ იმას, რომ ევროსეზონისგან მეტი თანხის გამომუშავებას ვერ შეძლებენ (პირველი მატჩი "ნეფთჩის" დიდი ანგარიშით გამარჯვებით - 3:0 დასრულდა) და გადაწყვიტეს, კარი ასეთი უცნაური საშუალებით გაიჯახუნონ", - წერს ხსენებული ინტერნეტსაიტი.

შეგახსენებთ, "ზესტაფონისა" და "ნეფთჩის" საპასუხო შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში
ილია კოკაიას ბოდიში და დაპირება: ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს დავძლევთ!
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
თორნიკე აფციაური: ასეთი რამის შემდეგ გონს მოსვლა ძნელია
ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩშიც გვაქვს
"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა
მკითხველის კომენტარები / 5 /
საერთოდ არ უნდა აღირსონ ტრანსლიაცია! რაც მაგათმა გაგვიკეტეს!!!
Sotis
14:40 20-07-2012
0
გადაიხადონ მაგ ნაბ...ებმა, ვითომ არ აქვთ, საცოდავები.....
hahaha
15:17 20-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული