ევროპის ლიგაზე გორის "დილა" ქალაქ ორჰუსის საფეხბურთო გუნდს შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
საქართველოში დელეგაცია 3 კაცით ნაკლები შემადგენლობით დაბრუნდა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, მინისტრ ლადო ვარძელაშვილის დელეგაციის 2 წევრი დანიაში დააკავეს, ხოლო ერთი წევრი - დელეგაციიდან გაქრა.
გორის "დილას" ერთ-ერთმა ქართველმა გულშემატკივარმა, გვარად გიორგობიანმა, დანიის სუპერმარკეტიდან მაისურები და ქამარი მოიპარა. ის თანმხლებ პირებთან
ჩვენ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად თითქმის ყველა იმ წევრს მოვუყევით, ვინც აღნიშნულ დელეგაციაში გორიდან იმყოფებოდა. ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არცერთი მათგანი უარყოფს.
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი კახა ტოლიაშვილი, რომელიც დელეგაციის წევრი იყო, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ მან არ იცის დეტალები, თუ რატომ დააკლდა დელეგაციას 3 წევრი.
"მე არაფერი ვიცი. კომენტარს არ ვაკეთებ. თუ რამე მოხდა, გაარკვიეთ ორგანიზატორებთან, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზატორობას უწევდა" - გვიპასუხა კახა ტოლიაშვილმა.
"კომენტარს არ ვაკეთებ… კომენტარს არ ვაკეთებ… კომენტარს არ ვაკეთებ" - გვიპასუხა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ჩხეიძემ, რომელიც ასევე დანიაში გორის "დილას" საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.
"მე ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენი საკრებულოს წევრები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით არ გამგზავრებულან დანიაში. გავიგეთ, რომ რაღაც წვრილმან ხულიგნობას ჰქონდა ადგილი დანიაში, მაგრამ დეტალები არ ვიცით." - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ხაჩიურმა.
"ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რაც დანიაში მოხდა. არა ვართ საქმის კურსში" - გვითხრა "ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის შტაბის უფროსმა ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა იმ დროს, როდესაც მის შტაბში იმყოფებოდნენ დანიის დელეგაციის წევრები კახა ტოლიაშვილი და ალექსანდრე ოდიშვილი. ალექსანდრე ოდიშვილი ცნობილი მერეთის ინციდენტის დროს იყო დაკავებული, თუმცა ის დანიაში დელეგაციას გააყოლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგვცეს გორის "დილას" წარმომადგენლის, ვინმე მირიანის ნომერი, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა: "ჯერ ერთი, მე არ ვარ კომპეტენტური, ამ საკითხზე პასუხი გაგცეთ" - გვითხრა ბატონმა მირიანმა.
კომენტარს არ აკეთებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანიც.
qartli.ge
ვარძელაშვილის დელეგაციის წევრებმა დანიაში იქურდეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ასევე იხილეთ:
თემურ შალამბერიძე: დანიელებს ეგონათ, აზრზე არ ვიყავით
ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]
გორის "დილა" დანიაში გულშემატკივრების დაკავებას უარყოფს